მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იდუმალი თესლი: საეჭვო ჩინური ამანათების საიდუმლო ამოხსნილია

© Sputnik / Alexander ImedashviliDHL-ის საფოსტო სამსახური
DHL-ის საფოსტო სამსახური  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ასობით მცხოვრებმა ჩინეთიდან იდუმალი თესლით სავსე პაკეტები მიიღეს ამანათებით

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. აშშ–ს, კანადის, ახალი ზელანდიის, იაპონიისა და დიდი ბრიტანეთის ასობით მცხოვრებმა გაურკვეველი თესლით სავსე პაკეტები მიიღეს ფოსტით, რომლებიც ჩინათიდან იყო გაგზავნილი, იუწყება გამოცემა Business Insider-ი. 

​ამასთან ამანათებზე, რომლებშიც პაკეტები იყო მოთავსებული, ეწერა, რომ მათში სათამაშოები და ბიჟუტერია ელაგა. გარდა ამისა, მითთითებული იყო მიმღების ზუსტი მისამართი და სახელი.

გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი ბანდეროლები აშშ–ში 12 შტატში მიიღეს. მარტო ფლორიდაში ამანათი 600–ზე მეტ ადამიანს მიუვიდა.

შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ერთობლივი გამოძიება დაიწყეს, რის შედეგადაც დაადგინეს, რომ ამანათებში არა სიცოცხლისთვის საშიში, არამედ სრულიად უსაფრთხო მცენარეების თესლი იყო: კომბოსტოს, მდოგვის, პიტნის, ლავანდის, ვარდებისა და სხვ.

როგორც აშშ–ის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტეს, ამანათების დაგზავნა იყო არა მიზანმიმართული შეტევა ზიანის მიყენების მიზნით, არამედ ჩინური ინტერნეტ–მაღაზიების თაღლითური სვლა რეიტინგის ასამაღლებლად.

ჩინეთის საფოსტო სამსახურმა უკვე მიმართა თხოვნით აშშ-ს, უკან გადაუგზავნონ ამანათები იმისათვის, რომ მათი დამგზავნების ვინაობა დაადგინონ. 

ყველა ახალი ამბავი
0