მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უნიკალური ვარსკვლავთგროვა: ქვეყნდება უჩვეულო ფოტო კოსმოსიდან

© Pixabay / WikiImagesობსერვატორიის ტელესკოპი
ობსერვატორიის ტელესკოპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელესკოპის მიერ გადაღებულ ფოტოზე აღბეჭდილია რამდენიმე ათასი ვარსკვლავისგან შემდგარი სფერული გროვა, რომელიც ასტრონომებმა „უნიკალურად“ შეაფასეს.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. კოსმოსურმა ტელესკოპმა Hubble მაგელანის დიდი ღრუბელში უჩვეულო სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა გადაიღო – ფოტო ობსერვატორიის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული. 

​სურათზე აღბეჭდილი ვარსკვლავთგროვა NGC 1805 რამდენიმე ათასი ვარსკვლავისგან შედგება, რომლებიც დედამიწის მეზობელი გალაქტიკის — მაგელანის დიდი ღრუბლის კიდესთან ახლოს მდებარეობენ.  

ფოტოზე უამრავი ლურჯი და წითელი ვარსკვლავი შეინიშნება. ისინი იმდენად მჭიდროდ მდებარეობენ ერთმანეთთან, რომ კოსმოსურ მასშტაბებში მათი ფუტკრების სკასთან შედარება შეიძლება.

კოსმოსში კოლოსალური ძალის აფეთქება მოხდა: NASA უჩვეულო და ულამაზეს ფოტოს აქვეყნებს>>

გროვის ცენტრში ვარსკვლავების სიმჭიდროვე 100–1000-ჯერ იმაზე მაღალია, ვიდრე მზესა და მის უახლოეს ვარსკვლავებს შორის დაშორება. ასტრონომები სწორედ ამის გამო მიიჩნევენ, რომ ვარსკვლავთგროვაში პლანეტარული სისტემის წარმოქმნა შეუძლებელია.

გარდა ამისა, NGC 1805 იმითაცაა უნიკალური, რომ მისი შემადგენელი ვარსკვლავების ასაკი მილიონობით წლით განსხვავდება ერთმანეთისგან. როგორც წესი, სფეროსებრი ვარსკვლავთგროვის ყველა ვარსკვლავი დაახლოებით ერთსა და იმავე დროს არის ხოლმე გაჩენილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0