თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. კოსმოსურმა ტელესკოპმა Hubble მაგელანის დიდი ღრუბელში უჩვეულო სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა გადაიღო – ფოტო ობსერვატორიის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.
Many colourful stars are packed close together in this Picture of the Week featuring the globular cluster NGC 1805, taken by the NASA/ESA Hubble Space Telescope.
— HUBBLE (@HUBBLE_space) September 7, 2020
Credit: @ESA / @Hubble_Space / @NASA , J. Kalirai https://t.co/5tHTI7v1mu pic.twitter.com/PDba4aQvmZ
სურათზე აღბეჭდილი ვარსკვლავთგროვა NGC 1805 რამდენიმე ათასი ვარსკვლავისგან შედგება, რომლებიც დედამიწის მეზობელი გალაქტიკის — მაგელანის დიდი ღრუბლის კიდესთან ახლოს მდებარეობენ.
ფოტოზე უამრავი ლურჯი და წითელი ვარსკვლავი შეინიშნება. ისინი იმდენად მჭიდროდ მდებარეობენ ერთმანეთთან, რომ კოსმოსურ მასშტაბებში მათი ფუტკრების სკასთან შედარება შეიძლება.
კოსმოსში კოლოსალური ძალის აფეთქება მოხდა: NASA უჩვეულო და ულამაზეს ფოტოს აქვეყნებს>>
გროვის ცენტრში ვარსკვლავების სიმჭიდროვე 100–1000-ჯერ იმაზე მაღალია, ვიდრე მზესა და მის უახლოეს ვარსკვლავებს შორის დაშორება. ასტრონომები სწორედ ამის გამო მიიჩნევენ, რომ ვარსკვლავთგროვაში პლანეტარული სისტემის წარმოქმნა შეუძლებელია.
გარდა ამისა, NGC 1805 იმითაცაა უნიკალური, რომ მისი შემადგენელი ვარსკვლავების ასაკი მილიონობით წლით განსხვავდება ერთმანეთისგან. როგორც წესი, სფეროსებრი ვარსკვლავთგროვის ყველა ვარსკვლავი დაახლოებით ერთსა და იმავე დროს არის ხოლმე გაჩენილი.