18:31 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2066)
44 0 0

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად 31 იანვარს დატოვა, თუმცა 2020 წლის ბოლომდე გარდამავალი პერიოდი გრძელდება.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს 15 ოქტომბრამდე აქვთ ვადა Brexit-ის სავაჭრო ხელშეკრულების დასადებად, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმება არ შედგება და ამას მხარეებს შორის მომავალი სავაჭრო ურთიერთობების ხისტი სცენარი მოჰყვება, იუწყება BBC ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებაზე დაყრდნობით. 

აღნიშნული განცხადება ჯონსონმა ლონდონსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებათა დასკვნითი ეტაპის დაწყებამდე დააკეთა, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქში ორშაბათს იწყება.

იმ შემთხვევაში, თუ გარიგება არ შედგა, ბრიტანეთისა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები 2021 წლის 1 იანვრიდან იმ შეთანხმების მსგავსად გაგრძელდება, რომელიც ავსტრალიასა და ევროკავშირს შორის მოქმედებს.

„მსურს აბსოლუტურად მკაფიოდ განვაცხადო, რომ, როგორც თავიდანვე ვამბობდით, ეს კარგი შედეგი იქნებოდა დიდი ბრიტანეთისთვის. ჩვენ შევძლებთ თავისუფლად გავაფორმოთ სავაჭრო გარიგებები მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან და შედეგად წარმატებას მივაღწევთ“, — დაამატა ჯონსონმა. 

ამასთან ბრიტანეთი უარს არ ამბობს, განაგრძოს თანამშრომლობაზე მსჯელობა ევროკავშირთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება.

ჯონსონის თქმით, ლონდონი მზად იქნება მონახოს გონივრული გადაწყვეტილებები ისეთ პრაქტიკულ საკითხებზე, როგორებიცაა ფრენები, სატვირთო გადაზიდვები თუ სამეცნიერო თანამშრომლობა — თუ ევროკავშირი ამას მოისურვებს.

ევროკავშირის ქვეყნებმა შვიდწლიან ბიუჯეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს>>

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებათა წინა რაუნდის დროს მხარეები ვერ შეთანხმდნენ თევზჭერის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან 31 იანვარს გავიდა, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე გარდამავალი პერიოდი გრძელდება. მხარეები სწორედ ამ დროში ცდილობენ შეთანხმდნენ მომავალ ურთიერთობათა მოდელზე. დღეისათვის ქვეყნის მიმართ კვლავ გამოიყენება ევროკავშირის წესები, თუმცა ბრიტანეთი არ მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღებაში. მიუხედავად ამისა, ქვეყანა კვლავ იხდის გადასახადს ევროკავშირის საერთო ბიუჯეტში. თუ მხარეები წლის ბოლომდე ვერ შეთანხმდებიან, მათი ურთიერთობები „ხისტ“ ფორმატში გადავა.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2066)

მთავარი თემები