მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირის ქვეყნებმა შვიდწლიან ბიუჯეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირის სამიტი ბრიუსელში
ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასავლეთ ევროპის ფინანსურად მდიდარ ქვეყნებს არ სურთ, რომ საერთო ბიუჯეტში მათი შენატანების წილი გაიზარდოს

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირის სამიტი, რომელზეც გაერთიანებაში შემავალი სახელმწიფოების წარმომადგენლები მრავალწლიანი ბიუჯეტის შეჯერებას აპირებდნენ, უშედეგოდ დასრულდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

„ძალიან ბევრი ვიმუშავეთ სამიტზე, მაგრამ იძულებულები ვართ განვაცხადოთ, რომ კიდევ დრო გვჭირდება“, - განუცხადა პარასკევს ჟურნალისტებს ევროსაბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა.
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
მასმედიის თავისუფლება: ლავროვი ევროკავშირს „რეპუტაციაზე მორიგ ლაქაზე“ მიუთითებს

თავის მხრივ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაინენმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის შესათანხმებლად მხარეებს გრძელი გზის გავლა მოუწევთ. „ჯერ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება ევროპის საბჭოში შესათანხმებლად, შემდეგ კი ევროპარლამენტში“, - განაცხადა მან.

ამასთან პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ყველა ეს ეტაპი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირი 2021 წელს ბიუჯეტის გარეშე დარჩება.

ევროკავშირის საგანგებო სამიტი, რომელიც 2021-2027 წლების გრძელვადიან ბიუჯეტს ეძღვნებოდა, ხუთშაბათსა და პარასკევს ბრიუსელში გაიმართა. მიშელის მიერ შეთავაზებულმა დოკუმენტმა ევროპის სახელმწიფოთა ლიდერების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. კერძოდ, უთანხმოება გამოიწვია საერთო ბიუჯეტში დასავლეთის ფინანსურად მიდარი ქვეყნების შენატანების გაზრდის იდეამ. ამასთან, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს არ სურთ, რომ მათი ცალკეული რეგიონებისთვის დახმარება შემცირდეს.

ყველა ახალი ამბავი
0