თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ტალინის ქმედებები „Sputnik–ესტონეთის“ ჟურნალისტების მიმართ აღმაშფოთებელია, ხოლო ევროკავშირის უმოქმედობა ამ საკითხის მიმართ მორიგ ლაქას სცხებს მის რეპუტაციას, განაცხადა სერგეი ლავროვმა, რომელიც ამ დროისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია.
„რაც შეეხება კონკრეტულ ქმედებებს Sputnik-ის მიმართ, მიმაჩნია, რომ ეს აღმაშფოთებელია. ჩვენ ყოველდღე ვითხოვთ რეაქციას ეუთოსგან. ევროპის საბჭოსგან გაისმა მეტ-ნაკლებად დამგმობი რაღაც ტირადა. გვსურს ყურადღება გავამახვილებინოთ ევროკავშირს, რომ ეს მისი წევრები გამოდიან იმ საკითხებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპის დეკლარირებულ, დაცულ ფასეულობებს. ის, რომ ევროკავშირს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ეს მორიგი ლაქაა მის რეპუტაციაზე. ასეთი ლაქები არაერთი გვინახავს“, — განაცხადა ლავროვმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.
დეკემბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ „Sputnik–ესტონეთის“ თანამშრომლებმა პირდაპირი მუქარის შემცველი წერილები მიიღეს ქვეყნის სასაზღვრო დაცვისა და პოლიციის დეპარტამენტიდან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი 2020 წლის 1 იანვრამდე არ შეწყვეტენ თანამშრომლობას სათავო ორგანიზაციასთან – საერთაშორისო
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ 16 იანვარს РИА Новости-ს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას ატარებს არა Sputnik-ის, არამედ პირადად კისელიოვის მიმართ.
დევნის საფრთხე: ჟურნალისტები სააგენტოსთან თანამშრომლობას წყვეტენ
მანამდე მასმედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა არლემ დეზირმა განაცხადა, რომ ესტონეთის ხელისუფლების სწრაფვა, განავრცოს დმიტრი კისელიოვისთვის დაწესებული პერსონლაური სანქციების მოქმედება „Sputnik–ესტონეთის“ კოლექტივზე, პრობლემას ქმნის მასმედიის თავისუფლების სფეროში. ხოლო ეუთოს გენერალურმა მდივანმა ტომას გრემინგერმა აღნიშნა, რომ მასმედიისთვის თავისუფლების უზრუნველყოფის ვალდებულება ჰელსინკის აქტითაა გამყარებული.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „Sputnik–ესტონეთის“ გარშემო შექმნილი ვითარების კომენტირებისას განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა მხარი დაუჭიროს Sputnik-ის მუშაობას სხვა ქვეყნებში.
მოსკოვში მაღალჩინოსანმა წყარომ РИА Новости-ს განუცხადა, რომ ესტონეთის ხელისუფლების ქმედებებთან ბრიტანელ კურატორებს აქვთ კავშირი, რაც უახლოეს მომავალში გათვალისწინებული იქნება რუსეთში მოქმედი ბრიტანული მედიასაშუალებების წინააღმდეგ სიმეტრიული ზომების გატარებისას.