00:35 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2075)
76 0 0

ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, კომპანია Apple-ის კაპიტალიზაციის შემცირება რეკორდული დღიური ვარდნაა ამერიკული ბაზრის ისტორიაში.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ხუთშაბათის ვაჭრობაზე კომპანია Apple-ის კაპიტალიზაცია 8%-ით დაეცა, რაც ერთ დღეში დაახლოებით 180 მლრდ დოლარის დაკარგვას ნიშნავს, იუწყება გამოცემა Barrons's.

გამოცემის ინფორმაციით, ეს რეკორდული დღიური ვარდნაა ამერიკული ბაზრის ისტორიაში.

მიუხედავად ამისა, Apple-ის კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად აჭარბებს 2 ტრილიონ დოლარს.

აღსანიშნავია, რომ წინა ანტირეკორდი (2020 წლის ჩაუთვლელად) კომპანია Facebook-მა დაამყარა, რომლის საბაზრო ღირებულება 2018 წლის ივნისში ერთ სესიაზე 119 მლრდ დოლარით შემცირდა (აქციები 19%-ით გაუფასურდა).

საინტერესოა ის ფაქტი, რომ წინა დღით, ოთხშაბათს ამერიკის საფონდო ბაზარზე ვაჭრობა რეკორდულ ნიშნულზე დასრულდა. ეს განაპირობა კორონავირუსის ვაქცინის შექმნაში მიღწეულმა პროგრესმა, რამაც ინვესტორებს იმედი გაუჩინა.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2075)

მთავარი თემები