23:19 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1142)
92 0 0

მანამდე ჯანმომ „სამეცნიერო გარღვევად“ შეაფასა ბრიტანული კვლევა, რომლის თანახმად, აღნიშნულ პრეპარატს COVID-19-ით დაავადებულ პაციენტთა შორის სიკვდილიანობის შემცირება შეუძლია.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, მთელი რიგი კვლევების საფუძველზე, კორონავირუსული ინფექციით მძიმედ დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ კორტიკოსტეროიდების გამოყენების რეკომენდაცია გასცა. რეკომენაციები გამოქვეყნებულია ორგანიზაციის საიტზე.

„ჩვენი რეკომენდაციაა – კორტიკოსტეროიდების სისტემატური გამოყენება COVID-19-ის სერიოზული და მძიმე ფორმების სამკურნალოდ“, — ნათქვამია ორგანიზაციის საიტზე.

ჯანმოს განმარტებით, ამგვარი თერაპია არ გამოდგება იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც დაავადება იოლ ფორმაში უვითარდებათ.

მანამდე ჯანმომ „სამეცნიერო გარღვევად“ შეაფასა ბრიტანული კლინიკური კვლევა Recovery, რომლის თანახმად, დექსამეტაზონის კორტიკოსტეროიდს COVID-19-ით დაავადებულ პაციენტთა შორის სიკვდილიანობის შემცირება შეუძლია.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე სულ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება 26 036 255 ადამიანს დაუდგინდა. აქედან გარდაიცვალა 861 199 და განიკურნა 17 294 713 პაციენტი.

 

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1142)

მთავარი თემები