თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ცალკეული ქვეყნების მიერ კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების უკონტროლო მოხსნა ნამდვილ კატასტროფას გამოიწვევს, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე.
Media briefing on #COVID19 with @DrTedros https://t.co/FvolgDSVhM
— World Health Organization (WHO) (@WHO) August 31, 2020
მისი თქმით, იმ ქვეყნების მთავრობები, რომლებსაც საზღვრების გახსნა და კორონავირუსის გავრცელების თვითდინებაზე მიშვება სურთ, მძიმე შედეგებისთვის მზად უნდა იყვნენ.
„თუ ქვეყნები სერიოზულად არიან განწყობილი საზღვრების გასახსნელად, ისინი ასევე სერიოზულად უნდა იყვნენ განწყობილი COVID-19-ის გადადებასთან საბრძოლველად“, — აღნიშნა გენდირექტორმა.
გებრეიესუსის განმარტებით, რაც მეტი სახელმწიფო აკონტროლებს ვირუსის გავრცელებას, მით მეტია მათი გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ ყველა შეზღუდვის ხელის ერთი მოსმით გაუქმება — „ეს არის გზა კატასტროფისკენ“.
ახალი ტიპის კორონავირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე სულ მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 25 488 637 კაცს მიაღწია. აქედან გარდაიცვალა 850 596 და განიკურნა 16 823 660 ადამიანი.