20:55 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2066)
96 0 0

ვაშინგტონის სპეციალური კომისია, რომელმაც „რასისტული“ ძეგლების აღების რეკომენდაციები გასცა, ქალაქის მერის განკარგულებით შეიქმნა ივლისში.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი არ დაუჭირა ვაშინგტონის სპეციალური კომისიის წინადადებას ქალაქში ძეგლების, მათ შორის, ქრისტეფორე კოლუმბისა და ჯორჯ ვაშინგტონის ქანდაკებების აღების შესახებ, ნათქვამია თეთრი სახლის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონის სპეციალურმა კომისიამ ქალაქიდან იმ ძეგლებისა და ობიექტების აღება, გადატანა ან მათთვის სახელის გადარქმევა მოითხოვა, რომლებიც „კოლუმბიის ოლქის ფასეულობებს არ პასუხობენ“. კომისია ასეთთა შორის ასახელებდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის მემორიალის, ამერიკის აღმომჩენი ქრისტეფორე კოლუმბის, პრეზიდენტების ენდრიუ ჯექსონის, თომას ჯეფერსონის, ბენჯამინ ფრანკლინისა და წარსულის კიდევ სამი სხვა პოლიტიკოსის ძეგლებს.

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ეს ობიექტები კი არ უნდა ავიღოთ, უნდა შევინარჩუნოთ, კი არ უნდა გვძულდეს, პატივისცემით უნდა მოვეპყრათ მათ და შთამომავლობას გადავცეთ. სანამ პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლშია, მერის უპასუხისმგებლო რეკომენდაციები არაფერს მოიტანს“, — ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონის მერს „უნდა სცხვენოდეს იმისა, რომ ასეთი „რეკომენდაციები“ წამოაყენა“.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის სპეციალური კომისია ქალაქის მერის განკარგულებით შეიქმნა ივლისში რასიზმის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტის ფონზე.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2066)

მთავარი თემები