05:08 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
235 0 0

გებრეიესუსის განმარტებით, რაც მეტი სახელმწიფო აკონტროლებს ვირუსის გავრცელებას, მით მეტია მათი გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ ყველა შეზღუდვის ხელის ერთი მოსმით გაუქმება — „ეს არის გზა კატასტროფისკენ“.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ცალკეული ქვეყნების მიერ კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების უკონტროლო მოხსნა ნამდვილ კატასტროფას გამოიწვევს, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე.

​მისი თქმით, იმ ქვეყნების მთავრობები, რომლებსაც საზღვრების გახსნა და კორონავირუსის გავრცელების თვითდინებაზე მიშვება სურთ, მძიმე შედეგებისთვის მზად უნდა იყვნენ.

„თუ ქვეყნები სერიოზულად არიან განწყობილი საზღვრების გასახსნელად, ისინი ასევე სერიოზულად უნდა იყვნენ განწყობილი COVID-19-ის გადადებასთან საბრძოლველად“, — აღნიშნა გენდირექტორმა.

გებრეიესუსის განმარტებით, რაც მეტი სახელმწიფო აკონტროლებს ვირუსის გავრცელებას, მით მეტია მათი გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ ყველა შეზღუდვის ხელის ერთი მოსმით გაუქმება — „ეს არის გზა კატასტროფისკენ“.  

ახალი ტიპის კორონავირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე სულ მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 25 488 637 კაცს მიაღწია. აქედან გარდაიცვალა 850 596 და განიკურნა 16 823 660 ადამიანი.   

 

მთავარი თემები