12:30 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (493)
107520

მელბურნელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მაღალი არტერიული წნევის დარეგულირება მედიკამენტების გარეშეც არის შესაძლებელი მარტივი და ფართოდ ხელმისაწვდომი გზით.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. მაღალი არტერიული წნევის დაწევა მედიკამენტების გარეშეც შეიძლება, თუ ყოველდღე მიირთმევთ ზეითუნის ზეთს, ასკვნიან ლა ტრობას (მელბურნი) უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნდა ჟურნალში MedicalXpress.

არტერიული წნევა — ნორმალური დონე ასაკის მიხედვით და უეფექტურესი რეცეპტი>>

გავრცელებული ინფორმაციით, სწავლულებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც 50 მოხალისე იღებდა მონაწილეობას. მათგან ნახევარს სამი კვირის განმავლობაში პირველი ცივი გამოწურვის ზეითუნის ზეთს აძლევდნენ – დღეში ოთხი სუფრის კოვზის ოდენობით, ხოლო მეორე ნახევარი რაფინირებულ ზეთს იღებდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ექსპერიმენტის პერიოდში მოხალისეები წნევის საწინააღმდეგო არანაირ მედიკამენტს არ იღებდნენ.

ცდებმა აჩვენა, რომ სამი კვირის შემდეგ პირველ ჯგუფში შემავალ ადამიანებს 2,5%-ით ჰქონდათ დაწეული ცენტრალური არტერიული წნევა, და 2%-ით — პერიფერიული სისტოლური წნევა.

როგორც პროფესორი კატერინა სარაპისი ამბობს, რაფინირებულ ზეითუნის ზეთს რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არტერიული წნევის მხრივ არ გამოუვლენია. მეცნიერები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ პირველი ცივი გამოწურვის ზეითუნის ზეთი ბევრად მდიდარია სხვადასხვა აქტიური შენაერთებით, მაგალითად, პოლიფენოლებით, ხოლო რაფინირებულ ზეთში ისინი მცირე რაოდენობით შედის.

როგორ დავწიოთ მაღალი არტერიული წნევა წამლის გარეშე: გერმანელი კარდიოლოგის რჩევები>>

მეცნიერების თქმით, აღნიშნული კვლევა წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობის თვალსაზრისით.

„გულ-სისხლძრღვთა დაავადებები არის სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი მთელ მსოფლიოში. ჩვენი კვლევა ადასტურებს, რომ არსებობს ფართოდ ხელმისაწვდომი გზა, პირველი ცივი გამოწურვის ზეითუნის ზეთის მიღება, რომელსაც შეუძლია შეამციროს ამგვარ დაავადებათა რისკი“, — აცხადებენ მელბურნელი სწავლულები.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (493)

მთავარი თემები