07:27 19 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1010
  • 100 RUB4.4902
  • USD2.8631
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (232)
179 0 0

მარტინ ჰოლე პაციენტებს სთავაზობს რამდენიმე რჩევას – როგორ შეიძლება დარეგულირდეს წნევა მედიკამენტოზური მკურნალობის გარეშე.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. მაღალი არტერიული წნევის დაწევა შესაძლებელია მედიკამენტების გარეშე, აცხადებს მიუნხენის უნივერსიტეტის პროფილაქტიკური და სპორტული მედიცინის ცენტრის დირექტორი, კარდიოლოგი მარტინ ჰოლე. 

მისი თქმით, მაღალი არტერიული წნევის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ჭარბი წონა, ისე არასწორი დიეტა და ფიზიკური პასიურობა. 

კარდიოლოგი პაციენტებს სთავაზობს რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შეიძლება დარეგულირდეს წნევა მედიკამენტოზური მკურნალობის გარეშე.

არტერიული წნევა — ნორმალური დონე ასაკის მიხედვით და უეფექტურესი რეცეპტი

მაგალითად, ყოველდღიური სეირნობა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში არტერიულ წნევას 5-8 ერთეულით ამცირებს. თუმცა სპეციალისტი იძლევა გაფრთხილებას, რომ ამაში არ იგულისხმება არც ველოსიპედით სიარული და არც სირბილი — უბრალოდ „უნდა დატკბეთ სუფთა ჰაერზე სიარულით“. 

კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი, ჰოლეს რჩევით, არის ძეხვეულის, პურისა და ყველის რაოდენობის შემცირება რაციონში და მათი ბოსტნეულით ჩანაცვლება. გარდა ამისა, საჭიროა მარილის რაოდენობის კონტროლიც, ვინაიდან ის ხელს უწყობს არტერიული წნევის მატებას.

ამასთან, მარტინ ჰოლე აღნიშნავს, რომ რაციონის შეცვლა დაგეხმარებათ გახდომაში, რაც, თავის მხრივ, წნევას კიდევ 5-10 ერთეულით დასწევს.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (232)

მთავარი თემები