00:07 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
1210 0 0

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგზე ამჟამინდელი პანდემია ასი წლის წინანდელ „ისპანკას“ პანდემიას შეადარა.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. კაცობრიობა COVID-19-ის პანდემიას საბოლოოდ ორ წელზე ნაკლებ დროში დაამარცხებს, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, 1918 წელს აფეთქებული ესპანური გრიპის პანდემია ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. რაც შეეხება COVID-19-ის პანდემიას, გამომდინარე იქიდან, რომ ახლა „მსოფლიოსთან კავშირები“ უფრო მეტია, ვიდე ეს ასი წლის წინ იყო, ვირუსის გავრცელების შანსი უფრო მაღალია, თუმცა, იმავდროულად, არსებობს ბევრად მაღალი ტექნოლოგიები და შესაძლებლობები დაავადების შესაჩერებლად.

„გამომდინარე აქედან, იმედი გვაქვს, რომ ამ პანდემიას ჩვენ ორ წელზე ნაკლებ დროში გავუმკლავდებით, მით უმეტეს, თუ ძალისხმევას გავაერთიანებთ და გლობალურ სოლიდარობას გამოვავლენთ“, — აღნიშნა გებრეიესუსმა.

კორონავირუსული ინფექცია, რომელსაც მოგვიანებით COVID-19 ეწოდა, 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა ცენტრალურ ჩინეთში. 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის პანდემიად გამოაცხადა.

ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე ახალი კორონავირუსით ინფიცირება მსოფლიოში 23 434 221 ადამიანს გამოუვლინდა. აქედან გარდაიცვალა 808 928 და განიკურნა 15 141 042 კაცი.

მთავარი თემები