07:27 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2088)
82 0 0

ბერლინი არ გამორიცხავს, რომ სხვადასხვა სასამართლოში სარჩელი შეიტანოს აშშ-ის მოქმედებების გამო, რომელსაც მან გერმანიის სუვერენიტეტისთვის საფრთხე უწოდა.

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. გერმანიის მთავრობაში აქტიურად განიხილავენ გაეროში მიმართვის შესაძლებლობას იმ სანქციების გამო, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ დააწესა, განაცხადა ბუნდესტაგის ეკონომიკისა და ენერგეტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა კლაუს ერნსტმა RT-სთან ინტერვიუში.

გერმანია ჯერ არ დაუჯერებს ვაშინგტონს: პოლიტოლოგის კომენტარი ამერიკულ სანქციებზე>>

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ბერლინი განიხილავს სარჩელის შეტანის საკითხს სხვადასხვა სასამართლოში აშშ-ის მოქმედებების გამო, რომელიც, მისი თქმით, გერმანიის სუვერენიტეტისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ეს სანქციები აშშ-ის ტერიტორიებს არ ეხება, ის ეხება ევროკავშირს. ევროკავშირი კი მიიჩნევს, რომ ასეთი გავლენა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ერნსტმა.

მისი თქმით, დაპირებას, რომ სანქციები დაწესდება ქალაქ ზასნიცის პორტის წინააღმდეგ, რომელიც გაზსადენის ლოგისტიკური ცენტრია, ვაშინგტონის ქმედებები ახალ დონეზე გაჰყავს – ეს არის არა უბრალოდ სანქციები კომპანიის მიმართ, არამედ ასევე მუქარაა სამთავრობო დაწესებულებებისადმი, რომლებმაც მოიწონეს პროექტის რეალიზება, განაცხადა ბუნდესტაგის დეპუტატმა.

„ამას, სულ ცოტა, არამეგობრულ აქტს ვუწოდებდი, და ამიტომ ვფიქრობ, ახლა დადგა ის მომენტი, როდესაც მკაფიო რეაგირებაა საჭირო“, – აღნიშნა ერნსტმა.

მან დასძინა, რომ თუ ამ საქმეს მოლაპარაკებები არ გადაწყვეტს, ბრიუსელმა საპასუხო სანქციებს უნდა მიმართოს, რათა მუდმივად „ხელის ბიჭის როლი არ შეასრულოს“.

სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ

ამერიკის ხელისუფლება ცდილობს ევროკავშირს თავისი თხევადი ბუნებრივი აირი მიაწოდოს. გასული წლის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა მიიღო თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. ამის გამო პროექტში სამუშაოებზე უარი თქვა შვეიცარიულმა Allseas-მა.

გერმანია და ავსტრია, რომლებიც დაინტერესებული არიან საწვავის საიმედო მიწოდებით, მხარს უჭერენ გაზსადენის გაყვანას. მშენებლობას ემხრობა ასევე ნორვეგია, რომლის მთავრობას მშენებლობის ერთ-ერთი მონაწილე კომპანია Kvaerner-ის აქციების 30 პროცენტი ეკუთვნის.

ივლისის ბოლოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა თავდაცვის ბიუჯეტში შესატანი შესწორებები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას უცხოური მილგამყვანი კომპანიებისთვის, რომლებიც გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ, და ასევე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მათ სადაზღვევო სერვისებს სთავაზობენ.

თემები:
მსოფლიო დღეს (2088)

მთავარი თემები