მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გერმანიამ, შესაძლოა, აშშ-ს გაეროში უჩივლოს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიგაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მშენებლობა გერმანიაში
გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მშენებლობა გერმანიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერლინი არ გამორიცხავს, რომ სხვადასხვა სასამართლოში სარჩელი შეიტანოს აშშ-ის მოქმედებების გამო, რომელსაც მან გერმანიის სუვერენიტეტისთვის საფრთხე უწოდა.

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. გერმანიის მთავრობაში აქტიურად განიხილავენ გაეროში მიმართვის შესაძლებლობას იმ სანქციების გამო, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ დააწესა, განაცხადა ბუნდესტაგის ეკონომიკისა და ენერგეტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა კლაუს ერნსტმა RT-სთან ინტერვიუში.

გერმანია ჯერ არ დაუჯერებს ვაშინგტონს: პოლიტოლოგის კომენტარი ამერიკულ სანქციებზე>>

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ბერლინი განიხილავს სარჩელის შეტანის საკითხს სხვადასხვა სასამართლოში აშშ-ის მოქმედებების გამო, რომელიც, მისი თქმით, გერმანიის სუვერენიტეტისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ეს სანქციები აშშ-ის ტერიტორიებს არ ეხება, ის ეხება ევროკავშირს. ევროკავშირი კი მიიჩნევს, რომ ასეთი გავლენა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ერნსტმა.

მისი თქმით, დაპირებას, რომ სანქციები დაწესდება ქალაქ ზასნიცის პორტის წინააღმდეგ, რომელიც გაზსადენის ლოგისტიკური ცენტრია, ვაშინგტონის ქმედებები ახალ დონეზე გაჰყავს – ეს არის არა უბრალოდ სანქციები კომპანიის მიმართ, არამედ ასევე მუქარაა სამთავრობო დაწესებულებებისადმი, რომლებმაც მოიწონეს პროექტის რეალიზება, განაცხადა ბუნდესტაგის დეპუტატმა.

ჩრდილოეთის ნაკადი 2: ევროკავშირი აშშ-ის სანქციებით უკმაყოფილოა - Sputnik საქართველო
"ჩრდილოეთის ნაკადი 2": ევროკავშირი აშშ-ის სანქციებით უკმაყოფილოა

„ამას, სულ ცოტა, არამეგობრულ აქტს ვუწოდებდი, და ამიტომ ვფიქრობ, ახლა დადგა ის მომენტი, როდესაც მკაფიო რეაგირებაა საჭირო“, – აღნიშნა ერნსტმა.

მან დასძინა, რომ თუ ამ საქმეს მოლაპარაკებები არ გადაწყვეტს, ბრიუსელმა საპასუხო სანქციებს უნდა მიმართოს, რათა მუდმივად „ხელის ბიჭის როლი არ შეასრულოს“.

სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ

ამერიკის ხელისუფლება ცდილობს ევროკავშირს თავისი თხევადი ბუნებრივი აირი მიაწოდოს. გასული წლის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა მიიღო თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. ამის გამო პროექტში სამუშაოებზე უარი თქვა შვეიცარიულმა Allseas-მა.

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - Sputnik საქართველო
სანქციები გაზსადენის წინააღმდეგ: გერმანიაში აშშ-ის სენატის მცდელობით შეშფოთებულები არიან

გერმანია და ავსტრია, რომლებიც დაინტერესებული არიან საწვავის საიმედო მიწოდებით, მხარს უჭერენ გაზსადენის გაყვანას. მშენებლობას ემხრობა ასევე ნორვეგია, რომლის მთავრობას მშენებლობის ერთ-ერთი მონაწილე კომპანია Kvaerner-ის აქციების 30 პროცენტი ეკუთვნის.

ივლისის ბოლოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა თავდაცვის ბიუჯეტში შესატანი შესწორებები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას უცხოური მილგამყვანი კომპანიებისთვის, რომლებიც გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ, და ასევე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მათ სადაზღვევო სერვისებს სთავაზობენ.

ყველა ახალი ამბავი
0