02:57 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2066)
182 0 0

ბელარუსიდან უკრაინის ელჩი მინსკთან შემდგომი ურთიერთობის განვითარების საკითხებზე კონსულტაციებისთვის გაიწვიეს

თბილისი, 17 აგვისტო - Sputnik. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინსკიდან ელჩი იგორ კიზიმი ბელარუსთან შემდგომი ურთიერთობის პერსპექტივების განსახილველად კონსულტაციებისთვის გაიწვია, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ, იუწყება Sputnik-ბელარუსი.

„მივიღე გადაწყვეტილება, კიევში გამოვიწვიო უკრაინის ელჩი ბელარუსში იგორ კიზიმი ახალ რეალობაში ბელარუსი-უკრაინის ურთიერთობების პერსპექტივების შესაფასებლად. ჩვენს ისტორიაში პირველად მივმართავთ ასეთ ნაბიჯს ბელარუსთან ურთიერთობაში და ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ მინსკის დაუშვებელი ქმედებების გამო“, - აღნიშნავს კულება განცხადებაში, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ელჩის გამოწვევის ერთ-ერთი მიზეზი არის მინსკის გადაწყვეტილება, გადასცეს ადრე დაკავებული რუსეთის მოქალაქეები რუსეთის ფედერაციას, მიუხედავად იმისა, რომ კიევმა არაერთხელ გაგზავნა მინსკში მათი უკრაინისთვის გადაცემის მოთხოვნა.

„როგორც მოგეხსენებათ, გასულ პარასკევს ოფიციალურმა მინსკმა დაკავებულები რუსეთს გადასცა, მიუხედავად უკრაინისთვის მათი გადაცემის ყველა სამართლებრივი და მორალური საფუძვლის არსებობისა. ამ  ნაბიჯმა შეარყია ნდობა ჩვენს ქვეყნებს შორის და მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, - აღნიშნავს კულება.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80,1% მიიღო, მეორე ადგილზე 10,12%-ით სვეტლანა ტიხანოვსკაია გავიდა. ოპოზიცია შედეგებს არ ცნობს, თავად ტიხანოვსკაია კი ლიტვაში გაემგზავრა.

არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ადამიანები 9 აგვისტოს საღამოდან ქუჩებში არიან გამოსული. პროტესტების დაწყებიდან ბელარუსში დაკავებულია დაახლოებით 7 ათასი მომიტინგე, საავადმყოფოებში ასობით ადამიანი მოხვდა, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები. შსს-ს ინფორმაციით, არეულობების დროს დაშავდა ასობით ადამიანი, ერთი დაიღუპა.

თემები:
მსოფლიო დღეს (2066)

მთავარი თემები