ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ ბელარუსის დემოკრატიული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილმა დაგმო ძალადობა და იმედი გამოთქვა, რომ ბელარუსი და ბელარუსი ხალხი თავისი მომავლის განსაზღვრას დემოკრატიული გზით შეძლებს.

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ბელარუსში მიმდინარე პროცესები არ აისახება მის დემოკრატიულ მომავალზე, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.

ბელარუსის მთავრობა - Sputnik საქართველო
ბელარუსის მთავრობა გადადგა

„ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელარუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. გვჯერა, რომ ბელარუსი და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

9 აგვისტოდან, როდესაც ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, ქვეყანაში პერმანენტული მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. პირველ დღეებში სპეცრაზმელებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ყველა ახალი ამბავი
0