12:43 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2074)
362 0 0

ალექსანდრ ლუკაშენკომ გამოთქვა უფლებამოსილების გადანაწილების მზადყოფნა, „მაგრამ არა ზეწოლისა და ქუჩის გზით“

თბილისი, 17 აგვისტო - Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების პირობა დადო, იუწყება РИА Новости.

ლუკაშენკო: „წმინდანი არ ვარ“ >>

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ამას წინათ განაცხადა, ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია: მას შესთავაზეს ორი ვარიანტი, მაგრამ ორივე უარყო, ვინაიდან ისინი დიდად არ განსხვავდება მოქმედი კანონისგან.

ლუკაშენკოს თქმით, კონსტიტუციის ახალ ვერსიაში შეიძლება გაჩნდეს დებულებები, რომლებიც სახელისუფლებო უფლებამოსილების გადანაწილებას ითვალისწინებს. ლუკაშენკომ უფლებამოსილების გადანაწილების მზადყოფნაც გამოთქვა, „მაგრამ არა ზეწოლისა და ქუჩის გზით“.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80,1% მიიღო, მეორე ადგილზე 10,12%-ით სვეტლანა ტიხანოვსკაია გავიდა. ოპოზიცია შედეგებს არ ცნობს, თავად ტიხანოვსკაია კი ლიტვაში გაემგზავრა.

კვირაზე მეტია, რესპუბლიკაში არასანქცირებული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მაგრამ მათ ძალოვანი უწყებები ახშობენ. თავდაპირველად არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოთა წინააღდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები გამოიყენეს. შემდეგ სამართალდამცავმა ორგანოებმა მიტინგების დაშლა შეწყვიტეს.

შსს-ს მონაცემებით, პროტესტის პირველ დღეებში დააკავეს 6,7 ათასი ადამიანი, დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 120 ძალოვანი. ერთი მომიტინგე დაიღუპა.

თემები:
მსოფლიო დღეს (2074)

მთავარი თემები