მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლუკაშენკო: „წმინდანი არ ვარ“

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლუკაშენკომ მინსკის ბორბლებიანი გამწევების ქარხანაში სტუმრობისას განაცხადა, რომ არჩევნები ქვეყანაში „ცივილიზებულად“ ჩატარდა და ამომრჩევლის ხმების 80% არ შეიძლება გაყალბებული იყოს.

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის „წმინდანი არ არის“, მის ხასიათში არის სისასტიკე, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში „ქვეყანა არ იქნებოდა“.

„დიახ, მე ხომ წმინდანი არა ვარ. თქვენ იცით ჩემი სისასტიკის ამბავი. იცით, რომ სისასტიკე რომ არ იყოს, ქვეყანა არ იქნებოდა. ზუსტად იცით, რომ თქვენ შვილებს არ ვაწყენინებ და ქვეყანას არავის მივცემ. ესაა მთავარი“, – განაცხადა ლუკაშენკომ, იუწყება სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“.

ლუკაშენკომ მინსკის ბორბლებიანი გამწევების ქარხანაში სტუმრობისას ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში არჩევნები „ცივილიზებულად“ ჩატარდა და ამომრჩევლის ხმების 80%-ის გაყალბება წარმოუდგენელია.

ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
ევროკავშირი ბელარუსის ხელმძღვანელობას სანქციებს  დაუწესებს

„ვიცი, მესმის, რაც ხდება. ამიტომ არსებითზე ვილაპარაკოთ. თქვენ მუშა ხალხი ხართ. თქვენც მიცნობთ. ყოველთვის მხარს უჭერდით პრეზიდენტს. ეს ვიცი. დაე, ყველაფერი არ ვიცოდე, მაგრამ გახსოვდეთ, კაცურად გეტყვით და მომისმინეთ, მერე იმოქმედეთ, როგორც გინდათ: ყველაზე საშინელი ცხოვრებაში ღალატია. არ მინდა გისაყვედუროთ, რომ ვიღაცას უღალატეთ, რადგან კარგად ვიცი რაც ხდება“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მან ქარხნის თანამშრომლებს მუშაობისკენ მოუწოდა.

„ყველაფერი გადავიტანე. ამასაც გადავიტან. ახლა საკუთარ თავზე იფიქრეთ. დავუშვათ, დღეს წავედი, ხვალ რა იქნება, გიფიქრიათ? თქვენ, ხელფასები რომ იყოს, ნუ დაღუპავთ საკუთარ საწარმოს. ლუკაშენკო ხვალ წავა, მაგრამ თქვენ ხომ აქ რჩებით“, – განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.

ბელარუსის მთავრობა - Sputnik საქართველო
ბელარუსის მთავრობა გადადგა

ბელარუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტით მოიგო. საპროტესტო აქციებზე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები დემონსტრანტების წინააღმდეგ თავდაპირველად იყენებდნენ ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს, ხმოვან ყუმბარებს, რეზინის ტყვიებს, შემდეგ კი მათ მომიტინგეების დაშლა და მათ წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება შეწყვიტეს.

ოფიციალური მონაცემებით, პირველ დღეებში 6,7 ათასი ადამიანი დააკავეს, დაშავდა ასობით ადამიანი, ერთი – დაიღუპა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნებზე სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გაიმარჯვა და არა მოქმედმა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ.

ყველა ახალი ამბავი
0