08:34 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0355
  • 100 RUB4.5065
  • USD3.3198
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2472)
23710

ბელარუსის ხელისუფლება აცხადებს, რომ დააკავეს მასობრივი არეულობის კოორდინატორები, ერთ-ერთი მათგანი თანამოაზრეების მოქმედებებს სასტუმროდან აკონტროლებდა.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ბელარუსში მამაკაცი დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, მინსკში საპროტესტო აქციების დაფინანსებაში მონაწილეობდა, იუწყება „Sputnik–ბელარუსი“ სახელმწიფო მასმედიაზე დაყრდნობით.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მინსკში „დანა მოლის“ სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

„დაკავების დროს მამაკაცმა აქტიური წინააღმდეგობა გაუწია შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლებს, ერთ-ერთ მათგანს ცხვირი გაუტეხა. მამაკაცის ზურგჩანთაში 10000 დოლარზე მეტი იპოვეს, რომელიც გათვლილი იყო აჯანყების მონაწილეებისთვის“, – წერს „ბელტა“ ბელარუსის შსს-ზე დაყრდნობით.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული ადრე ნასამართლევი იყო ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით „განსაკუთრებით საშიში ფსიქოტროპული ნივთიერებების შეძენა, შენახვა და გადატანა არალეგალურად, გასაღების მიზნით“, და მის მიმართ არაერთხელ აღიძრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სააგენტო მასობრივი პროტესტის კოორდინატორების დაკავების შესახებ ინფორმაციასაც ავრცელებს, რომელთაგან ერთ-ერთი თანამოაზრეების მოქმედებებს სასტუმროდან ხელმძღვანელობდა.

აღინიშნება, რომ მინსკის მცხოვრებმა სასტუმრო „ბელარუსის“ მე-17 სართულზე იქირავა ოთახი, საიდანაც ის აქციას კოორდინაციას უწევდა. ხაზგასმულია, რომ „ის მართავდა სამ დაქვემდებარებულ პირს. ისინი, თავის მხრივ, ასობით ადამიანს ხელმძღვანელობდნენ“.  

საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსში 9 აგვისტოს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 80.08%-მა ხმა მისცა ალექსანდრ ლუკაშენკოს, 10.9%-მა კი სვეტლანა ტიხანოვსკაიას. არჩევნების შემდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მინსკსა და რესპუბლიკის რამდენიმე ქალაქში გაიმართა, აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ სპეციალური აღჭურვილობა და სპეცტექნიკა გამოიყენა, მათ შორის, ხმოვანი ყუმბარები და რეზინის ტყვიები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინსკში არეულობების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 200-ზე მეტი.

თემები:
მსოფლიო დღეს (2472)

მთავარი თემები