05:06 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
199 0 0

ინდოეთში საჰაერო ლაინერი წვიმის დროს აეროპორტში დაშვებისას ორ ნაწილად გაიყო. მთლიანად განადგურებულია თვითმფრინავის წინა ნაწილი

თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. დასავლეთ ინდოეთში, კერალას შტატში თვითმფრინავი ბილიკზე ცუდად დაეშვა, რის შედეგადაც დაიღუპა 20 და დაშავდა 140 ადამიანი, იუწყება РИА Новости გამოცემა Hindustan Times–ზე დაყრდნობით.

დაღუპულთა შორისაა ორივე პილოტი. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა მატულობს.

​ინდური ლოუკოსტერის Air India Express თვითმფრინავი Boeing 737 პარასკევს კოჟიკოდეს აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ინდოეთის ხელისუფლების მონაცემებით, ლაინერი წვიმის დროს დაშვებისას ორ ნაწილად გაიყო.

თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც დუბაიდან მიფრინავდა, 190 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 174 მოზრდილი და 10 ბავშვი, ორი პილოტი და ეკიპაჟის ოთხი წევრია. თვითმფრინავში იმყოფებოდნენ კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვარგარეთ დარჩენილი ინდოეთის მოქალაქეები.

კადრები ავარიის ადგილიდან აჩვენებს, რომ მფრინავების კაბინა და თვითმფრინავის წინა ნაწილი მთლიანად დანგრეულია, ასაფრენ ბილიკზე და მის გარშემო ნამსხვრევებია მიმოფანტული.

მთავარი თემები