თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. დასავლეთ ინდოეთში, კერალას შტატში თვითმფრინავი ბილიკზე ცუდად დაეშვა, რის შედეგადაც დაიღუპა 20 და დაშავდა 140 ადამიანი, იუწყება РИА Новости გამოცემა Hindustan Times–ზე დაყრდნობით.
დაღუპულთა შორისაა ორივე პილოტი. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა მატულობს.
BREAKING: An Air India Express plane with nearly 191 people on-board skids off runway and breaks up into two at airport in #Kozhikode airport in #Kerala
— News_Executive (@News_Executive) August 7, 2020
(Pictures from local social media) pic.twitter.com/atDXUSwtPJ
ინდური ლოუკოსტერის Air India Express თვითმფრინავი Boeing 737 პარასკევს კოჟიკოდეს აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ინდოეთის ხელისუფლების მონაცემებით, ლაინერი წვიმის დროს დაშვებისას ორ ნაწილად გაიყო.
Watch | Rescue operations underway as Air India Express flight from Dubai with 184 passengers overshoots runway during #Kerala landing pic.twitter.com/G6h6weg9JF
— NDTV (@ndtv) August 7, 2020
თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც დუბაიდან მიფრინავდა, 190 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 174 მოზრდილი და 10 ბავშვი, ორი პილოტი და ეკიპაჟის ოთხი წევრია. თვითმფრინავში იმყოფებოდნენ კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვარგარეთ დარჩენილი ინდოეთის მოქალაქეები.
კადრები ავარიის ადგილიდან აჩვენებს, რომ მფრინავების კაბინა და თვითმფრინავის წინა ნაწილი მთლიანად დანგრეულია, ასაფრენ ბილიკზე და მის გარშემო ნამსხვრევებია მიმოფანტული.