02:58 02 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.1413
  • USD3.1988
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2109)
382 0 0

ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქალაქი ადამიანებში ჭირის პოტენციური ეპიდემიის საფრთხის წინაშე დგას და ამიტომ დაკეტა ის

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik.  რამდენიმე დღის წინ ჩინეთის შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რაიონში ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგიური საფრთხის მესამე დონე გამოაცხადა ჭირის გავრცელებასთან დაკავშირებით და ამასთან ნაწილობრივი კარანტინი შემოიღო, იუწყება Daily Mail-ი ქალაქ ბატოუს ჯანდაცვის კომიტეტზე დაყრდნობით. 

გავრცელებული ინფორმაციით, 2 აგვისტოს იქ ერთი ადამიანი დაიღუპა ჭირით, ხოლო 35 კაცი იზოლაციაზეა გადაყვანილი. ლაბორატორიული ტესტებით დადგინდა, რომ ექიმებს საქმე ნაწლავების ჭირთან აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის კარანტინზე გადაყვანილ პაციენტებს დაავადების ნიშნები არ გამოვლენიათ.

მიუხედავად ამისა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქალაქი ადამიანებში ჭირის პოტენციური ეპიდემიის საფრთხის წინაშე დგას და ამიტომ რეგიონი დაკეტა.

ბუბონური შავი ჭირი: მონღოლეთში კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა>>

შეგახსენებთ: მანამდე ჩინეთში შავი ჭირის ბუბონური ფორმა დაუფიქსირდა ერთ-ერთ მესაქონლეს ქალაქ ბაიან-ნურში, რის შემდეგაც ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა სპეციალური რეკომენდაციების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.

თემები:
მსოფლიო დღეს (2109)

მთავარი თემები