10:30 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (459)
210 0 0

მკვლევარებმა ცდა ჩაატარეს 100 მოხალისეზე, რომლებსაც ჯერ შეუქმნეს მტკივნეული შეგრძნებები, შემდეგ კი მათი ტვინიდან ეს უსიამოვნო მოგონებები წაშალეს.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. იტალიელმა ნეიროფიზიოლოგებმა მოხალისეებს არასასიამოვნო მოგონებები დაავიწყეს ტვინის ტრანსკრანიალური სტიმულაციით (TMS), იუწყება სამეცნიერო ჟურნალი Current Biology.

მეცნიერების განმარტებით, ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის დროს სხვადასხვა სიხშირის მაგნიტური სიგნალები თავის ტვინში აღწევს და ელექტროიმპულსებს წარმოქმნის, რომლებიც ნერვული უჯრედების მუშაობის ხასიათს ცვლის იმ მონაკვეთში, რომლისკენაც არის მიმართული მოწყობილობა.

„ცდებმა აჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ პოტენციურად უსიამოვნო და ტრავმული მოგონებების შენახვის ხანგრძლივობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო და კლინიკური მედიცინის თვალსაზრისით. ჩვენი მეთოდიკის გამოყენება სხვადასხვა მიზნებით შეიძლება — დაწყებული პოსტტრავმული სტრესული დარღვევებით, რითიც უახლოეს მომავალში დავკავდებით“, — განაცხადა კვლევის თანაავტორმა, ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯუზეპე დი პელეგრინომ.

პელეგრინომ და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, როგორ შეიძლება წაიშალოს ასეთი მოწყობილობის დახმარებით უკვე კარგად ჩამოყალიბებული უსიამოვნო მოგონებები. მათ გაარკვიეს, რომ ყოველთვის, როცა ესა თუ ის მოგონება წარმოიქმნება, რაღაც დროის განმავლობაში მისი შეცვლა შესაძლებელია. ამის შემდეგ მეცნიერებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, გამოიყენონ ეს „ცვლილებების ფანჯარა“ უსიამოვნო მოგონებების რეკონსოლიდაციის პროცესში ჩასარევად.

ამ მეთოდის შესამოწმებლად მეცნიერებმა ასი მოხალისე შეკრიბეს და შეეცადნენ წაეშალათ მათი მეხსიერებიდან ის უსიმოვნო მოგონებები, რომლებიც მათ ექსპერიმენტის დროს ჩამოუყალიბეს.

მკვლევარები მოხალისეებს ნეიტრალური შინაარსის ფოტოებს აჩვენებდნენ და იმავდროულად მტკივნეულ დარტყმას აყენებდნენ ელექტროშოკერით. ამის შედეგად ექპერიმენტის მონაწილეებს საკმაოდ მალე ჩამოუყალიბდათ ასოციაცია ამ სურათებსა და დენის დარტყმას შორის.

რამდენიმე დღის შემდეგ მეცნიერებმა მათ განმეორებითი ექსპერიმენტი ჩაუტარეს და შეეცადნენ სწორედ იმ ფოტოებით გაეხსენებინათ მათთვის ელექტროშოკით გამოწვეული უსიამოვნო მოგონებები. ამ დროს ნეიროფიზიოლოგები მათი ტვინის სხვადასხვა უბანზე TMS-ით ზემოქმედებდნენ და ცდილობდნენ იმ ნეირონებს „შეხებოდნენ“, რომლებიც უარყოფითი მოგონებების კონსოლიდაციაში მონაწილეობდნენ.

რამდენ ხანს იცოცხლებთ: მეცნიერები დღეგრძელობის რამდენიმე ნიშანს ასახელებენ>>

მეორე დღეს მკვლევარებმა შეამოწმეს, შეიცვალა თუ არა მოხალისეთა მოგონებები და ამისთვის მათ ისევ აჩვენეს იგივე ფოტოები. გაირკვა, რომ თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქის სტიმულაციის შედეგად მოხალისეებს ნამდვილად წაშლოდათ შიში და უსიამოვნო მოგონებები, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღის მოვლენები მშვენივრად ახსოვდათ.

აღსანიშნავია, რომ ტვინის სხვა უბნებზე ზემოქმედებას იგივე შედეგები არ მოჰყოლია.

ახლა მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამ ტექნოლოგიის საფუძველზე მომავალში პოსტტრავმული სტრესული სინდრომისა და ფსიქიკის სხვა დარღვევებს უმკურნალებენ.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (459)

მთავარი თემები