მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აფეთქებამ რესტორანი მთლიანად გაანადგურა, არის მსხვერპლი – თვითმხილველის ვიდეო

© REUTERS / KYODOაფეთქება იაპონიის ქალაქ კორიიამაში
აფეთქება იაპონიის ქალაქ კორიიამაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფეთქების მომენტისთვის სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდებოდა – დაწესებულების გახსნა 31 ივლისს იყო დაგეგმილი.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. იაპონიის პრეფექტურა ფუკიშიმას ქალაქ კორიიამას ერთ-ერთ რესტორანში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა, იუწყება სააგენტო Kyodo.

​პოლიციის მონაცემებით, აფეთქების მომენტისთვის რესტორანში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, დაწესებულება 31 ივლისს უნდა გახსნილიყო.

თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაახლოებით ასმეტრიან რადიუსში მდებარე შენობებში ჩამსხვრეულია ფანჯრები, ხოლო ზოგ მათგანს კედლები და სახურავებიც მნიშვნელოვნად დაუზიანდა.

თავად რესტორანი პრაქტიკულად მთლიანად განადგურებულია.

მაშველები და მეხანძრეები სთხოვენ ადგილობრივ მოსახლეობას, არ მიუახლოვდნენ შემთხვევის ადგილს, ვინაიდან იქ გაზის გაჟონვა მოხდა.

წინასწარი მონაცემებით, სწორედ გაზის გაჟონვა გახდა მძლავრი აფეთქების მიზეზი.

ამ დროისათვის ყველა დაშავებული საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0