თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. იაპონიის პრეფექტურა ფუკიშიმას ქალაქ კორიიამას ერთ-ერთ რესტორანში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა, იუწყება სააგენტო Kyodo.
პოლიციის მონაცემებით, აფეთქების მომენტისთვის რესტორანში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, დაწესებულება 31 ივლისს უნდა გახსნილიყო.
福島 郡山で爆発か 建物に被害 上空からの映像https://t.co/KsTX2Q1Xlp#nhk_news #nhk_video pic.twitter.com/W3fPTZFhqi
— NHKニュース (@nhk_news) July 30, 2020
თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაახლოებით ასმეტრიან რადიუსში მდებარე შენობებში ჩამსხვრეულია ფანჯრები, ხოლო ზოგ მათგანს კედლები და სახურავებიც მნიშვნელოვნად დაუზიანდა.
თავად რესტორანი პრაქტიკულად მთლიანად განადგურებულია.
მაშველები და მეხანძრეები სთხოვენ ადგილობრივ მოსახლეობას, არ მიუახლოვდნენ შემთხვევის ადგილს, ვინაიდან იქ გაზის გაჟონვა მოხდა.
წინასწარი მონაცემებით, სწორედ გაზის გაჟონვა გახდა მძლავრი აფეთქების მიზეზი.
ამ დროისათვის ყველა დაშავებული საავადმყოფოებშია გადაყვანილი.