16:17 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1940)
16410

წესით უწყინარი მაკაკები საკვების მოსაპოვებლად მაღაზიებსაც ესხმიან თავს, ადამიანებსაც და პროდუქტით დატვირთულ ავტომობილებსაც

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. პოლიციელებს უკვე იმედი გადაეწურათ, რომ ტაილანდის ქალაქ ლოპბურს შესეულ მაიმუნებს დაამარცხებენ, წერს გამოცემა New York Times–ი.

​​გავრცელებული ინფორმაციით, ლოპბურის ქუჩებში ყოველთვის ბევრი მაკაკა იყო, თუმცა ბოლო დროს მათი რაოდენობა შესამჩნევად გაიზარდა. ირკვევა, რომ ვითარება მას შემდეგ დამძიმდა, რაც ქალაქში, კორონავირუსის პანდემიის გამო, ტურისტები გაქრნენ. სწორედ ისინი უმასპინძლდებოდნენ მაკაკებს სხვადასხვა ნუგბარით.

ახლა 70 ათასიან ლოპბურში 8,4 ათასი მაკაკა დასეირნობს, რომლებიც, გარდა იმისა, რომ ცარიელ სახლებში შედიან, მაღაზიების ვიტრინებსაც ამსხვრევენ საკვების მოსაპოვებლად და ადამიანებსაც კი ესხმიან თავს. განსაკუთრებით დაზარალებულ კვარტალში დაიკეტა ათობით მაღაზია, სკოლა, კინოთეატრი და საპარიკმახერო.

​გამოცემა აღწერს, როგორ დაესხნენ მაკაკები პროდუქტებით დატვირთულ ავტომობილს, რასაც პოლიციელი შორიდან უმწეოდ ადევნებდა თვალს. სამართალდამცველმა განმარტა, რომ ცხოველებთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, ვინაიდან მათი რაოდენობა თვალისდახამხამებაში მხოლოდ გაიზრდებოდა.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1940)

მთავარი თემები