15:08 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1940)
172 0 0

ახალგაზრდა კაცმა ისარგებლა კორონავირუსით დაზარალებულებისთვის სახელმწიფო პროგრამით გამოყოფილი თანხით და რამდენიმე მილიონი მიითვისა.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც დაახლოებით 4 მლნ დოლარი მიითვისა კორონავირუსული პანდემიის დროს ფედერალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან, თაღლითობაში ედება ბრალი, იუწყება The New-York Times აშშ-ის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით. 

​გამოძიების მონაცემებით, 29 წლის დევიდ ჰაინსმა ბანკებს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად მიმართა. ახალგაზრდა კაცმა სხვადასხვა კომპანიების სახელით მოითხოვა კრედიტები, რომელთა ჯამმა 13,5 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან ის განაცხადებში ცრუ მონაცემებს უთითებდა და წერდა, რომ თანხა თანამშრომლებისთვის ხელფასების გადასახდელად ესაჭიროებოდა. საბოლოოდ ჰაინსს 3,9 მლნ დოლარის შეღავათიანი კრედიტები გამოუყვეს. 

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, თანხების მიღებიდან რამდენიმე დღეში ჰაინსმა შეიძინა 318 ათას დოლარად ღირებული 2020 წლის სპორტული ავტომობილი Lamborghini Huracan და ის საკუთარ და ასევე მისი კუთვნილი ერთ-ერთი კომპანიის სახელზე გააფორმა. ამასთან, ნაცვლად იმისა, რომ ხელფასები გადაეხადა თანამშრომლებისთვის (რისთვისაც ითხოვდა კიდეც კრედიტებს), ჰაინსი ფულს მდიდრულ მაღაზიებში ხარჯავდა.

დაკავების მომენტში დევიდ ჰაინსს ანგარიშზე დაახლოებით 3 მლნ დოლარი ჰქონდა დარჩენილი.

აღსანიშნავია, რომ „ხელფასების დაცვის“ პროგრამის ფარგლებში 1%-იანი კრედიტის მიღება ორი წლის ვადით აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე შეუძლიათ მცირე საწარმოებსა და სხვა ორგანიზაციებს. პროგრამის საერთო ღირებულება დაახლოებით 670 მლრდ დოლარია და მასზე განაცხადების მიღება 8 აგვისტოს მთავრდება.

თემები:
მსოფლიო დღეს (1940)

მთავარი თემები