ფრთხილად! კორონავირუსის პანდემიის ფონზე კიბერთაღლითობის რისკი იზრდება

© photo: Sputnik / Natalya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიკომპიუტერი
კომპიუტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო კიბერთაღლითების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანამ დისტანციური არხების განვითარება დაიწყო.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. პლასტიკური ბარათების ხშირმა მოხმარებამ კიბერთაღლითობის რისკი გაზარდა, საქართველოში მოქმედი კომპანიები და სპეციალისტები მოქალაქეებს იმ სქემების შესახებ აფრთხილებენ, რომელთა საშუალებითაც მათი კუთვნილი თანხების მითვისება შეიძლება მოხდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.  

კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი კომპანია ონლაინ-სივრცეში მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, აქტიური ონლაინ-მუშაობისა და კომერციის ფონზე კი უფრო მეტად გაიზარდა რისკი, რომ მომხმარებელი კიბერთაღლითობის მსხვერპლი გახდეს.

თუ Zoom-ით სარგებლობთ: ოპციები, რომლებიც უნდა გათიშოთ- კიბერუსაფრთხოების ექსპერტების რჩევა>>>

კიბერთაღლითები თანხის მითვისების რამდენიმე სქემას იყენებენ. კიბერანალიტიკოსები მოქალაქეებს აფრთხილებენ, საბანკო ოპერაციებისას არ გამოიყენონ ინტერნეტის ღია არხები.

საქართველო კიბერთაღლითების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანამ დისტანციური არხების განვითარება დაიწყო.

თაღლითები იყენებენ სატელეფონო ქსელებსაც. კომპანია MagtiСom-მა აბონენტები უკვე გააფრთხილა, რომ არაკეთილსინდისიერი პირები რამდენიმე სქემით მოქმედებენ. მომხმარებლები შეტყობინებას იღებენ ვებ–გვერდის მითითებით, სადაც გადასვლის შემდგომ საბანკო მონაცემების შეყვანას სთხოვენ. აბონენტებთან ფიქსირდება გამოტოვებული საერთაშორისო ზარებიც. გადარეკვის შემთხვევაში კი ანგარიშიდან თანხა იჭრება.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე კიბერთაღლითობის ფაქტები შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, რამდენადაც ნაღდი ფული პლასტიკურმა ბარათებმა ჩაანაცვლა, სავაჭრო ობიექტები კი ონლაინ-მაღაზიებმა.

ყველა ახალი ამბავი
0