03:17 10 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (457)
18010

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ სახეობის თაფლში შემავალი უნიკალური ნივთიერება სხვა არც ერთ პროდუქტში არ გვხვდება.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. უნესტრო ფუტკრების თაფლი განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა – ის სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულებისთვის და ასევე მათთვის, ვინც გახდომას ცდილობს, აცხადებენ კვინსლენდის (ავსტრალია) უნივერსიტეტის მეცნიერები.

მათი კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Nature-შია გამოქვეყნებული.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ქიმიკოს მერი ფლეტჩერის თქმით, თაფლის გამოკვლევისკენ მათ ავსტრალიელი აბორიგენების ცოდნამ უბიძგა, რომლებიც მას უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალოდ.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, უნესტრო ფუტკრების თაფლი დადებით გავლენას ახდენს დიაბეტით დაავადებულებზე, ვინაიდან 85%-მდე ტრეგალულოზს შეიცავს — შაქრის იშვიათ სახეობას, რომელსაც დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს.

ამ მახასიათებლის წყალობით შაქარს შედარებით მეტი დრო სჭირდება სისხლის ნაკადთან შესარევად. ამასთან სისხლში გლუკოზის რაოდენობა არ იმატებს, რაც უნესტრო ფუტკრების თაფლს უსაფრთხოს ხდის დიაბეტით დაავადებულებისთვის.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ასეთი თაფლი ასევე არ ვნებს კბილებს, არ იწვევს კარიესს და არის საკმაოდ გემრიელი.

მკვლევარები განმარტავენ, რომ ტრეგალულოზა, ძირითადი კომპონენტის სახით, სხვა არც ერთ პროდუქტში არ გვხვდება.

თაფლი
© Sputnik / Maria Tsimintia
თაფლი
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (457)

მთავარი თემები