06:31 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2066)
121 0 0

იაპონური კომპანია უკვე ემზადება ახალი გამოგონების მასობრივი წარმოების ასამოქმედებლად, რაც პლასტიკური ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლას ხელს შეუწყობს.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. შექმნილია ახალი პლასტიკური პაკეტები, რომლებიც ზღვის წყალში იშლება, იუწყება ტელეარხი NHK კომპანია Mitsubishi Chemical-ის განცხადებაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პარკები მზადდება მასალისგან, რომლის შემადგენლობაშიც შედის შაქრის ლერწამი და ის შეხებით არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი პლასტიკური პაკეტისგან.

ამ დროისათვის კომპანია უკვე ემზადება გამოგონების მასობრივი წარმოების ასამოქმედებლად. ერთი პაკეტის ფასი 12-დან 50-მდე იენა იქნება (11-47 ცენტი) მისი ზომის შესაბამისად, რაც დაახლოებით ექვსჯერ აღემატება ჩვეულებრივი პარკის ფასს.

Mitsubishi Chemical-ში იმედი აქვთ, რომ მათი გამოგონება ზღვებისა და ოკეანეების წყლების პლასტიკური ნარჩენებით დაბინძურების პრობლემას მოაგვარებს.

აღსანიშნავია, რომ 1 ივლისიდან იაპონიის ყველა მაღაზიაში პლასტიკურ პაკეტებზე გადასახადია დაწესებული. ზოგმა მაღაზიამ კი კლიენტებისთვის ბიოდეგრადირებადი მასალისგან დამზადებული ჩანთების შეთავაზება დაიწყო.

თემები:
მსოფლიო დღეს (2066)

მთავარი თემები