მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საკონსულო დახურულია, დროშა – დაშვებული: შეერთებულმა შტატებმა მოთხოვნა შეასრულა

© photo: Sputnik / Alexandr Wilf / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-სა და ჩინეთის დროშები
აშშ-სა და ჩინეთის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ჩინეთმა აშშ-ს სამდღიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ ჩენდუში არსებული გენერალური საკონსულო დაეხურა.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ჩინეთის ქალაქ ჩენდუში აშშ-ის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა და შენობიდან ამერიკის სახელმწიფო დროშა დაუშვა. 

აშშ-სა და ჩინეთის სახელმწიფო დროშები - Sputnik საქართველო
დახურეთ 72 საათში: ჩინეთი აშშ-ს გენერალური საკონსულოს დასახურად სამ დღეს აძლევს

ტელეარხ CGTN-ის ინფორმაციით, დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლებმა შენობა ადგილობრივი დროით დაახლოებით 06:00 საათზე დატოვეს, ხოლო დროშა 06:18 საათზე დაუშვეს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ აშშ-სთვის მიცემული ბოლო ვადა საკონსულოს დასაკეტად ორშაბათს, დილის 10:00 საათზე იწურებოდა.

მანამდე შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის გენერალური საკონსულო დახურა ჰიუსტონში და ეს ნაბიჯი ამერიკელების ინტელექტუალური საკუთრებისა და პირადი ინფორმაციის დაცვის აუცილებლობით ახსნა. პეკინში ამას პოლიტიკური პროვოკაცია უწოდეს და „გადამჭრელი საპასუხო ნაბიჯების“ პირობა დადეს.

აშშ-ში გაქცეულმა ჩინელმა ვირუსოლოგმა ამერიკულ ტელეარხს სკანდალური ინტერვიუ მისცა>>

მეორე დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აუწყა ამერიკის საელჩოს, რომ ჩინეთმა გადაწყვიტა „გაიწვიოს ჩენდუში აშშ-ის გენერალური საკონსულოს საქმიანობის ლიცენზია“ და საკონსულოს ნებისმიერი საქმიანობისა და ღონისძიების შეწყვეტა მოსთხოვა. ქვეყნის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ მათი მოთხოვნა არის კანონიერი და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და დიპლომატიური პრაქტიკის შესაბამისი პასუხი.

აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ამ დროისათვის კვლავ დაძაბული რჩება. მხარეებს ერთმანეთის მიმართ ეკონომიკური პრეტენზიები აქვთ. გარდა ამისა, აშშ ჩინეთს ახალი კორონავირუსის თაობაზე არაკეთილსინდისიერად ინფორმირებაში სდებს ბრალს. ჩინეთი, თავის მხრივ, უკმაყოფილოა ვაშინგტონის ჩარევით ქვეყნის საშინაო საქმეებში, კერძოდ, პეკინი–ჰონკონგის ურთიერთობებში.

ყველა ახალი ამბავი
0