09:30 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1924)
557 0 0

ჩინეთიდან აშშ-ში გაქცეული ვირუსოლოგი შიშობს საკუთარი სიცოცხლის გამო და მზადაა ამერიკის მთავრობას საინტერესო მტკიცებულებები მიაწოდოს.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ჰონკონგელი ვირუსოლოგი, დოქტორი ლი-მენ იანი, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში გაიქცა აშშ-ში, აცხადებს, რომ შიშობს საკუთარი სიცოცხლის გამო, იუწყება Fox News.

​ვირუსოლოგის თქმით, პეკინს სურს, რომ ხალხი დუმდეს ჩინეთში მიმდინარე მოვლენებზე და აცხადებს, რომ ჩინეთს კორონავირუსის საშიშროების თაობაზე სიმართლის დამალვა სურს.

„მე ვიცი როგორ ეკიდება [ჩინეთის ხელისუფლება] ინფორმატორებს. მათ სურთ, რომ ხალხი დუმდეს არა მარტო COVID-19-ის შესახებ, არამედ ჩინეთში მიმდინარე სხვა მოვლენებზეც“, — განუცხადა ლი-მენ იანმა ტელეწამყვან ბილ ჰემერს.

ვირუსოლოგმა მაგალითად 2003 წლის პანდემია მოიყვანა. მაშინ, მისი თქმით, ხელისუფლებამ დახურა ერთ-ერთი ლაბორატორია, რომლის თანამშრომლებმაც დაფარვის ფაქტები აღმოაჩინეს და გამოაქვეყნეს კიდეც.

იანის თქმით, ის ელოდება მომენტს, როდესაც შეძლებს ისაუბროს ყველაფერზე, რაც იცის და წარუდგინოს კიდეც მტკიცებულებები აშშ-ის მთავრობას.

  • „მინდა, რომ ამერიკელებმა გაიგონ, რამდენად საშინელია ეს. ეს ის არაა, რაც თქვენ დაინახეთ... ეს სულ სხვა რამაა“, — ამბობს დოქტორი.

ლი-მენ იანი ირწმუნება, რომ პეკინისთვის უკვე დეკემბერში იყო ცნობილი კორონავირუსით ინფიცირების ორმოცამდე შემთხვევა, და რომ ვირუსი მაშინ უკვე გადაეცემოდა ადამიანიდან ადამიანს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 14 დეკემბერს აცხადებდა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანიდან  სხვისთვის დაავადების გადადების მკაფო დასტური არ არსებობდა.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1924)

მთავარი თემები