08:15 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1218)
338 0 0

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით მთელს მსოფლიოში 640 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მთელს მსოფლიოში უკვე 16 მილიონს აჭარბებს, იუწყება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომელიც აჯამებს ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლებების, მედიის და სხვა ღია წყაროების მონაცემებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი ტიპის კორონავირუსის აფეთქებას პანდემია უწოდა.

უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 16 049 832-ს აღწევს, COVID-19-ით გარდაიცვალა 644 556 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 9 262 520 პაციენტი.

COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა აშშ-ში - მთელი პანდემიის პერიოდში დაინფიცირდა 4 178 730 ადამიანი. შემდეგ მოდის ბრაზილია - 2 394 513 და ინდოეთი - 1 385 635.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 26 ივლისის დილისთვის შემთხვევების რაოდენობა 13 581 009-ს აღწევს, გარდაიცვალა 635 173 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, რომლებიც სამთავრობო ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა, საქართველოში COVID-19-ის დიაგნოზი 1131 ადამიანს დაუსვეს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 საქართველოს მოქალაქე, 920 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 გარდაიცვალა.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1218)

მთავარი თემები