მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დახურეთ 72 საათში: ჩინეთი აშშ-ს გენერალური საკონსულოს დასახურად სამ დღეს აძლევს

© photo: Sputnik / Stringerაშშ-სა და ჩინეთის სახელმწიფო დროშები
აშშ-სა და ჩინეთის სახელმწიფო დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ვაშინგტონმა ჩინეთის გენერალური საკონსულო დახურა ჰიუსტონში და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ამერიკელების ინტელექტუალური საკუთრებისა და პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით გადადგა.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ჩინეთმა აშშ-ს მოსთხოვა, 72 საათში დახუროს გენერალური საკონსულო სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენდუში ვაშინგტონის ანალოგიური ქმედების პასუხად, აცხადებს გამოცემა Global Times-ის მთავარი რედაქტორი ჰი სიცზინი.

ექიმები კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთან  - Sputnik საქართველო
აშშ-ში გაქცეულმა ჩინელმა ვირუსოლოგმა ამერიკულ ტელეარხს სკანდალური ინტერვიუ მისცა

მანამდე, ოთხშაბათს შეერთებულმა შტატებმა დახურა ჩინეთის გენერალური საკონსულო ჰიუსტონში და ეს ნაბიჯი ამერიკელების ინტელექტუალური საკუთრებისა და პირადი ინფორმაციის დაცვის აუცილებლობით ახსნა. პეკინში ამას პოლიტიკური პროვოკაცია უწოდეს და „გადამჭრელი საპასუხო ნაბიჯების“ პირობა დადეს.

დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აუწყა ამერიკის საელჩოს, რომ ჩინეთმა გადაწყვიტა „გაიწვიოს ჩენდუში აშშ-ის გენერალური საკონსულოს საქმიანობის ლიცენზია“ და საკონსულოს ნებისმიერი საქმიანობისა და ღონისძიების შეწყვეტა მოსთხოვა.

ბირთვული ომის საფრთხე იზრდება: ჩინეთი აშშ-ს ადანაშაულებს>>

ქვეყნის საგარეო უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ მათი მოთხოვნა არის კანონიერი და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და დიპლომატიური პრაქტიკის შესაბამისი პასუხი, ხოლო მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ვაშინგტონს ეკისრება.

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ აშშ-ს, გააუქმოს შესაბამისი მცდარი გადაწყვეტილება და შექმნას ყველა აუცილებელი პირობა ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის“, — აცხადებენ სამინისტროში.

აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ამ დროისათვის კვლავ დაძაბული რჩება. მხარეებს ერთმანეთის მიმართ ეკონომიკური პრეტენზიები აქვთ. გარდა ამისა, აშშ ჩინეთს ახალი კორონავირუსის თაობაზე არაკეთილსინდისიერად ინფორმირებაში სდებს ბრალს. ჩინეთი, თავის მხრივ, უკმაყოფილოა ვაშინგტონის ჩარევით ქვეყნის საშინაო საქმეებში, კერძოდ, პეკინი–ჰონკონგის ურთიერთობებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0