მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბირთვული ომის საფრთხე იზრდება: ჩინეთი აშშ-ს ადანაშაულებს

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიჩინეთის შეიარაღება
ჩინეთის შეიარაღება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთი დარწმუნებულია, რომ აშშ-ს სამმხრივ მოლაპარაკებებში ჩინეთის ჩართვა იმ მიზნით სურს, რომ სამხედრო დომინირებას მიაღწიოს.

თბილისი, 8 ივლისის — Sputnik. ამერიკელების მიერ მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის შექმნა ზრდის ბირთვული ომის დაწყების საფრთხეს, განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეარაღების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა ფუ ცუნმა.

ამერიკელი სამხედროები - Sputnik საქართველო
ამერიკა ირანთან ომის საკითხს განიხილავს: აშშ-ის სპეცწარმომადგენლის განცხადება

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მცირე სიმძლავრის ჭურვების არსებობა მათი გამოყენების ზღურბლს ამცირებს, ის ასევე ზრდის აშშ-ის ბირთვულ არსენალს.   

„ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადოთ, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება გამორიცხულია და ასეთი ომები არასდროს არ უნდა დაიწყოს“, — აღნიშნა ცუნმა.

ამასთან, დეპარტამენტის დირექტორმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ბირთვული შეიარაღება ბევრად აღემატება ჩინეთისას, თუმცა ვაშინგტონი კიდევ მეტად აპირებს ამ სხვაობის გაზრდას.

  • „აშშ-ის ბირთვული არსენალი დაახლოებით 5800–6000 ქობინია, რაც ოცჯერ მეტია ჩინეთის არსენალზე... აშშ აპირებს 500 მლრდ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს შემდგომ 10–20 წელიწადში, ხოლო კიდევ 30 წლის განმავლობაში — 1,2 ტრილიონი დოლარისა“, — განმარტა ფუ ცუნმა.

მისი თქმით, ამ ფონზე ჩინეთის მიწვევა სამმხრივ მოლაპარაკებებში — ეს არის საბაბი იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა „ხელ-ფეხი გაიხსნას სამხედრო დომინირების მისაღებად“.

დიპლომატმა განმარტა, რომ ჩინეთის უარი, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ მოლაპარაკებებში, სულაც არ ნიშნავს მის გასვლას ბირთვული შეიარაღების საერთაშორისო პროცესიდან.

ყველა ახალი ამბავი
0