17:12 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2066)
135 0 0

ბაიდენის განცხადებას სოციალური ქსელების მომხმარებლები გამოეხმაურნენ და მას რამდენიმე მაგალითი შეახსენეს აშშ-ის ისტორიიდან.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. დონალდ ტრამპი პირველი რასისტია, რომელიც პრეზიდენტად აირჩიეს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა, იუწყება გამოცემა The Washington Post. 

ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ბაიდენს ჰკითხეს, რას ფიქრობს ის იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი კორონავირუსს ჩინურ ან უჰანურ ვირუსად მოიხსენიებს.

პასუხად პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი „რასიზმს თესავს“.

„ის, როგორც [ტრამპი] ეკიდება ადამიანებს მათი კანის ფერიდან, ეროვნებიდან, წარმოშობის ადგილიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ამაზრზენია. ეს არც ერთ რესპუბლიკელ პრეზიდენტს არ გაუკეთებია, არც ერთ დემოკრატ პრეზიდენტს... ტრამპი პირველია, ვინც ეს გააკეთა“, — თქვა ბაიდენმა.

პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის განცხადებას სოციალური ქსელების მომხმარებლები გამოეხმაურნენ და მას შეახსენეს, რომ აშშ-ის რამდენიმე პრეზიდენტი, მათ შორის პირველი — ჯორჯ ვაშინგტონი, მონათმფლობელი იყო, ხოლო 28-ე პრეზიდენტი ვუდრო უილსონი სულაც სეგრეგაციას უჭერდა მხარს (სეგრეგაცია — რასობრივი ჯგუფების იძულებითი გამოყოფა, რომელთანაც დაკავშირებულია ამა თუ იმ ეროვნების ჯგუფის დისკრიმინაცია).

მანამდე დონალდ ტრამპმა და მისი ადმინისტრაციის წევრებმა არაერთხელ უარყვეს რასიზმში ბრალდება, ხოლო გამონათქვამები „ჩინური ვირუსი“ თუ „უჰანური ვირუსი“ წარმოშობის რეგიონით ახსნეს.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2066)

მთავარი თემები