თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 230 370 კაცი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ვირუსის აფეთქების დღიდან, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ.
ჯანმოს ინფორმაციით, წინა რეკორდი ერთ დღე-ღამეში დაავადებულთა რაოდენობის მხრივ 10 ივლისს დაფიქსირდა, როდესაც 24 საათში ინფიცირების 228 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე სულ მსოფლიოში COVID-19-ით დაავადდა 12 720 028 ადამიანი. აქედან გარდაიცვალა 565 178, ხოლო განიკურნა 7 005 452 პაციენტი.