Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სადღეღამისო რეკორდი: ჯანმო ინფიცირებულთა რაოდენობაზე განცხადებას ავრცელებს

© Sputnik / Alex Shlamovპირბადიანი ადამიანები ქუჩაში
პირბადიანი ადამიანები ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ მსოფლიოში ახალი რეკორდი დამყარდა.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 230 370 კაცი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ვირუსის აფეთქების დღიდან, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ.

თბილისი - Sputnik საქართველო
კუნძული მსოფლიოს Covid-რუკაზე: ავსტრიული გამოცემა საქართველოს ბრძოლაზე წერს

ჯანმოს ინფორმაციით, წინა რეკორდი ერთ დღე-ღამეში დაავადებულთა რაოდენობის მხრივ 10 ივლისს დაფიქსირდა, როდესაც 24 საათში ინფიცირების 228 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე სულ მსოფლიოში COVID-19-ით დაავადდა 12 720 028 ადამიანი. აქედან გარდაიცვალა 565 178, ხოლო განიკურნა 7 005 452 პაციენტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0