Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

აშშ-ის მომავალი პირველი ლედობის კანდიდატი პაპარაცებმა დააფიქსირეს – ფოტო

© courtesy of Donald J. Trumpკიმ კარდაშიანი და დონალდ ტრამპი
კიმ კარდაშიანი და დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტის პოსტის დაკავების სურვილი უესტმა ორიოდე დღის წინ გამოთქვა, რათა „ამერიკის იმედები განახორციელოს ღმერთის იმედით“.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი პაპარაცებმა კალაბასასში შენიშნეს.

კიმმა იმიჯი კიდევ ერთხელ შეიცვალა – რამდენიმე დღის წინ მან თმა წითლად შეიღება, ამჯერად კი საზოგადოების წინაშე ისევ შავი ფერით წარდგა. კიმმა მოდური იმიჯი მოირგო და ქართველი დიზაინერის ირაკლი რუსაძის jumpsuit-ს suede სტილის მაღალყელიანი ჩექმები შეუხამა.

კანიე უესტი - Sputnik საქართველო
კანიე უესტის შანსები პრეზიდენტის პოსტზე: ექსპერტების შეფასება

39 წლის შემსრულებელი მას შემდეგ პირველად შენიშნეს, რაც მისმა მეუღლემ, 43 წლის რეპერმა კანიე უესტმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტობაზე აპირებს კენჭისყრას.

ამერიკელი რეპერი კანიე უესტი, რომელსაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს, შესაძლოა არაერთ დაბრკოლებას გადააწყდეს, იუწყება Reuters-ი.

აშშ-ის პრეზიდენტის პოსტის დაკავების სურვილი უესტმა ორიოდე დღის წინ გამოთქვა, რათა „ამერიკის იმედები განახორციელოს ღმერთის იმედით“. ამის შესახებ მან საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ვის ამსგავსებს თავს დონალდ ტრამპი დამცავ პირბადეში: პრეზიდენტმა განმარტა

Reuters-ი წერს, რომ საარჩევნო ბიულეტენებში დონალდ ტრამპისა და დემოკრატების ყველაზე სავარაუდო კანდიდატის ჯო ბაიდენის გვერდით მოსახვედრად უესტს სწრაფად მოქმედება მოუწევს.

ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტიკის ცენტრის დირექტორს ლარი საბატოს მიაჩნია, რომ სერიოზული საარჩევნო კამპანიის ჩატარების შემთხვევაშიც კი კანიე უესტის შედეგები მხოლოდ რამდენიმე პროცენტი იქნება და ახლოსაც კი ვერ მივა ტრამპისა თუ ბაიდენის შედეგებთან.

ექსპერტების უმეტესობას მიაჩნია, რომ უესტი იქნება ეს თუ ვინმე სხვა, მან უკვე გაუშვა ხელიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის შანსი.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის გადაწყვეტილებას, წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე, მხარს უჭერს კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი. მისი თქმით, უესტს შეუძლია მისი დახმარების იმედი ჰქონდეს.

ყველა ახალი ამბავი
0