გააჩნია ასაკს: ალკოჰოლის პრობლემას დაოჯახების დრო განსაზღვრავს

© Pixabay / Surprising_Shotsახალგაზრდები
ახალგაზრდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვირჯინიელი მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ მოსაზრება, თითქოს ქორწინება ადამიანს სტრესებისა და ფსიქიკური აშლილობისგან იცავს, ყოველთვის მართალი არ არის.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ბევრ შემთხვევაში ქორწინება ფსიქოლოგიური დარღვევებისა და დესტრუქციული ქმედებებისგან ერთგვარი დამცავის როლს ასრულებს, მაგრამ გამონაკლისი ყველა წესში არსებობს, რასაც ვირჯინიის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა ადასტურებს.

დეპრესია - Sputnik საქართველო
რამდენ ხანს გრძელდება უბედურება და ბედნიერება? – მეცნიერებმა გამოთვალეს

კვლევისას მეცნიერებმა გააანალიზეს 21-დან 25 წლამდე ასაკის 937 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე მათ მიერ ალკოჰოლის გამოყენების პერიოდულობა. ამ ადამიანების ნაწილი 21 წლამდე იყო დაქორწინებული, ნაწილი — უფრო გვიან ასაკში, ხოლო ნაწილი საერთოდ მარტოხელა იყო.  

სპეციალისტების მიზანი იყო დაედგინათ, რომელი ჯგუფი უფრო ხშირად და „მძიმედ“ იღებდა ალკოჰოლს.

სწავლულებმა დაადგინეს, რომ 21 წლამდე დაოჯახებულთა შორის ხშირია ალკოჰოლიზმის შემთხვევები. მით უმეტეს, თუ წყვილიდან ერთ-ერთს გენეტიკური მიდრეკილება აქვს ამის მიმართ.

„ადრეულ ქორწინებას, გენეტიკური მიდრეკილებების შესუსტების თვალსაზრისით, არ აქვს ისეთივე დამცავი ეფექტი, როგორიც შედარებით გვიან ასაკში დაოჯახებას“, — განმარტა ნაშრომის ერთ-ერთმა ავტორმა რებეკა სმიტმა.

პროფესორ სმიტის თქმით, კვლევის შედეგებმა მეცნიერები გააოცა. სწავლულების მოლოდინით, ქორწინებას ყველა შემთხვევაში, თუნდაც ძალიან მცირედ, მაგრამ მაინც უნდა მოეხდინა დადებითი გავლენა წყვილზე. ამგვარი მოლოდინი ეყრდნობოდა მოსაზრებას, რომ ქორწინება იცავს ადამიანს სტრესებისა და მასთან დაკავშირებული ფსიქიკური თუ ფიზიკური დაავადებებისგან, და ყოველმხრივი უპირატესობა აქვს მარტოხელობასთან შედარებით.  

მაგრამ მოლოდინი მხოლოდ შედარებით გვიან ასაკში, 21 წლის შემდეგ ქორწინების შემთხვევაში გამართლდა. გაირკვა, რომ მანამდე დაქორწინებულთა შორის უფრო ხშირი იყო ალკოჰოლის პრობლემები, ხოლო ზოგ შემთხვევაში — ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების ფაქტებიც კი, ვიდრე ეს მარტოხელების შემთხვევაში ხდებოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0