11:13 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1937)
51 0 0

ცნობილი ხდება, რომ ქიმიკოსმა არომატის შესაქმნელად NASA-სთან კონტრაქტი ჯერ კიდევ 2008 წელს გააფორმა, თუმცა მაშინდელი ფორმულა NASA-ს „ბიუროკრატიაში ჩაიკარგა“.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. თუ გაინტერესებთ, როგორი სურნელი აქვს კოსმოსს, ამაზე ახალი სუნამო გიპასუხებთ. რომელიც აშშ-ში იქმნება, იუწყება CNN.

​გავრცელებული ინფორმაციით, სუნამოს არომატის ავტორი, რომელსაც Eau de Space ერქმევა, ქიმიკოსი და კომპანია Omega Ingredients-ის დამფუძნებელი სტივ პირსია. მისი კომპანია ცნობილია იმით, რომ კვების მრეწველობისთვის „ყველაზე მაღალი ხარისხის ნატურალურ, ბუნებრივი წარმოშობის არომატიზატორებსა და ინგრედიენტებს“ ქმნის.

ირკვევა, რომ პირსმა არომატის შესაქმნელად NASA-სთან კონტრაქტი ჯერ კიდევ 2008 წელს გააფორმა და რამდენიმე კვირაში შეარჩია კიდეც „სწორი არომატული ქიმიკატები“ იმისთვის, რომ კოსმოსის სურნელი მიეღო.

თუმცა, მისი თქმით, მაშინდელი ფორმულა NASA-ს „ბიუროკრატიაში ჩაიკარგა“.

სუნამოს პკურების ხელოვნება: გაახანგრძლივეთ არომატი და მდგრადობა>>

ამჯერად სუნამოს შექმნის კამპანიას მეწარმე მეტ რიჩმონდი ხელმძღვანელობს, რომელმაც უკვე დაიწყო საჭირო სახსრების შეგროვება Kickstarter-ზე.

ცნობილი ხდება, რომ არომატი ასტრონავტების მოგონებების მიხედვით შეიქმნება, რომელთა თქმით, კოსმოსს დენთის, ჟოლოს, შემწვარი სტეიკისა და რომის ნარევის სუნი აქვს.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1937)

მთავარი თემები