თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. თუ გაინტერესებთ, როგორი სურნელი აქვს კოსმოსს, ამაზე ახალი სუნამო გიპასუხებთ. რომელიც აშშ-ში იქმნება, იუწყება CNN.
If you've ever wondered what space smells like, a new perfume may answer that for you https://t.co/pJhyJHyOsE
— CNN (@CNN) June 28, 2020
გავრცელებული ინფორმაციით, სუნამოს არომატის ავტორი, რომელსაც Eau de Space ერქმევა, ქიმიკოსი და კომპანია Omega Ingredients-ის დამფუძნებელი სტივ პირსია. მისი კომპანია ცნობილია იმით, რომ კვების მრეწველობისთვის „ყველაზე მაღალი ხარისხის ნატურალურ, ბუნებრივი წარმოშობის არომატიზატორებსა და ინგრედიენტებს“ ქმნის.
ირკვევა, რომ პირსმა არომატის შესაქმნელად NASA-სთან კონტრაქტი ჯერ კიდევ 2008 წელს გააფორმა და რამდენიმე კვირაში შეარჩია კიდეც „სწორი არომატული ქიმიკატები“ იმისთვის, რომ კოსმოსის სურნელი მიეღო.
თუმცა, მისი თქმით, მაშინდელი ფორმულა NASA-ს „ბიუროკრატიაში ჩაიკარგა“.
სუნამოს პკურების ხელოვნება: გაახანგრძლივეთ არომატი და მდგრადობა>>
ამჯერად სუნამოს შექმნის კამპანიას მეწარმე მეტ რიჩმონდი ხელმძღვანელობს, რომელმაც უკვე დაიწყო საჭირო სახსრების შეგროვება Kickstarter-ზე.
ცნობილი ხდება, რომ არომატი ასტრონავტების მოგონებების მიხედვით შეიქმნება, რომელთა თქმით, კოსმოსს დენთის, ჟოლოს, შემწვარი სტეიკისა და რომის ნარევის სუნი აქვს.