10:56 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (458)
1152 0 0

ექიმები დარწმუნებული არიან, რომ ამ ვიტამინის საკმარისი რაოდენობა ხელს შეუშლის არა მარტო სეზონური გრიპებით, არამედ COVID-19-ით დაავადებასაც.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ვინაიდან მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომით ინფიცირება ტემპერატურისა და ტენიანობის შემცირების დროს იზრდება, გამორიცხული არ არის, შემოდგომაზე, გრიპის ჩვეული სეზონის პერიოდში, COVID-19-ის მეორე ტალღა დაიწყოს, აცხადებენ სპეციალისტები.

მათი თქმით, მანამდე აუცილებელია ორგანიზმში D ვიტამინის დონის გაზრდა, რათა იმუნური სისტემა გაუმჯობესდეს და, შესაბამისად, ვირუსით ინფიცირების რისკი შემცირდეს.

მედიკოსები ირწმუნებიან, რომ D ვიტამინის დონის ოპტიმიზაცია ხელს შეუშლის არა მარტო სეზონური გრიპით, არამედ COVID-19-ით დაავადებასაც.

„შემოდგომამდე აუცილებლად იზრუნეთ D ვიტამინის დონის შევსებაზე! ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ კონკრეტული „ზღვრული ვადა“ D ვიტამინის დონის ოპტიმიზაციისთვის. იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად და ვირუსული ინფექციების რისკის შესამცირებლად ამერიკელებმა ორგანიზმში D ვიტამინის დონე შემოდგომისთვის 60-80 ნგ/მლ-მდე უნდა გაზარდოთ, ევროპაში კი აუცილებელი მაჩვენებელი 150 და 200 ნმოლ/ლ-ს შეადგენს“, — აცხადებს პოპულარული ამერიკელი ექიმი ჯოზეფ მერკოლა.

მისი თქმით, D ვიტამინის ოპტიმიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ მუქი ფერის კანი გაქვთ, რადგან ეს ფაქტი ზრდის D ვიტამინის დეფიციტისა და COVID-19-ით სერიოზული ინფიცირების რისკს.

როგორც 2020 წლის 28 აპრილს გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, COVID-19-ის მძიმე ფორმით დაავადებულთა შორის ხშირია D ვიტამინის უკმარისობა, და რომ „D ვიტამინის დეფიციტი შეიძლება იყოს კორონავირუსის სიმძიმის ძირითადი მიზეზი“.

ჯოზეფ მერკოლა განმარტავს, რომ D ვიტამინის მიღებამდე აუცილებლად უნდა გაიზომოთ მისი დონე სისხლის მარტივი ანალიზით. მას შემდეგ, რაც ამ ვიტამინის დონეს დაადგენთ, შეძლებთ განსაზღვროთ დოზა, რომელიც აუცილებელია ან დონის შესანარჩუნებლად, ან მის გასაზრდელად.

ექიმის თქმით, D ვიტამინის დონის გასაზრდელად ყველაზე მარტივი საშუალებაა მზეზე რეგულარული უსაფრთხო ყოფნა. მაგრამ თუ ძალიან მუქი კანი გაქვთ, შესამჩნევი ეფექტის მისაღებად დღის განმავლობაში დაახლოებით 1,5 საათით მზეზე ყოფნა მოგიწევთ. მათთვის კი, ვისაც ძალიან ღია ფერის კანი აქვს, დღეში 15 წუთი იქნება საკმარისი მზეზე ყოფნისთვის, თუმცა იმავდროულად მათ შესაძლოა დასჭირდეთ ვიტამინ D3-ის პერორალური მიღება, რისთვისაც საჭირო იქნება ინდივიდუალური დოზის განსაზღვრა.

COVID 19-ის წინააღმდეგ: ქვეყნდება აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალი>>

მერკოლას თქმით, D ვიტამინის დოზა არავითარ შემთხვევაში არ უნდა განსაზღვროთ თვითნებურად, ვინაიდან საჭირო დოზა შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე — მათ შორის კანის ფერის, წონისა თუ არასაკმარისი კვების გამო.

სპეციალისტის რეკომენდაციით, მას შემდეგ, რაც D ვიტამინის მარაგის შევსებაზე იზრუნებთ, მისი დონის ხელახლა გაზომვა 3-6 თვის შემდეგ დაგჭირდებათ იმის შესაფასებლად, თუ როგორ მუშაობს მზის ზემოქმედება თუ D ვიტამინის პერორალური მიღება.

როგორც ექიმები განმარტავენ, D ვიტამინის დონე რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს, ვინაიდან ცხოვრების წესის შეცვლამ შესაძლოა დოზირების კორექტირება გახადოს საჭირო.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (458)

მთავარი თემები