Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

აუცილებელია 50 წელს ზემოთ: დასახელდა ვიტამინი, რომელიც COVID-19-ის რისკს ამცირებს

გამოწერა
მეცნიერული კვლევით დადგინდა, რომ ირლანდიაში კორონავირუსით ინფიცირებული ასაკოვანი ადამიანების 27%-ს სწორედ ამ ვიტამინის დეფიციტი ჰქონდა.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობა აუარესებს ახალი კორონავირუსით COVID-19-ით დაავადებულთა მდგომარეობას, იუწყება გამოცემა News Talk ირლანდიელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით. 

კვლევამ აჩვენა, რომ იმ ასაკოვან ადამიანებში, რომლებიც D ვიტამინის შემცველ დანამატებს იღებდნენ, ინფიცირების რისკი 50%-ით შემცირდა.

„ვიტამინი D მძლავრი იმუნომასტიმულირებელი მიკროელემენტია, რომლის საჭირო რაოდენობა ორგანიზმში ხელს უშლის კორონავირუსით ინფიცირებას, განსაკუთრებით, 70 წელს გადაცილებული ადამიანების შემთხვევაში“, — ნათქვამია კვლევაში.

ირკვევა, რომ ირლანდიაში ინფიცირებული ასაკოვანი ადამიანების 27%-ს სწორედ D ვიტამინის დეფიციტი დაუდგინდა. 

ხილ-ბოსტნეული - Sputnik საქართველო
საუკეთესოა ფილტვების გასაძლიერებლად: ექიმები ექვს პროდუქტს ასახელებენ

მეცნიერების თქმით, აღნიშნული ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკის კუთხით, აძლიერებს იმუნიტეტს და ამცირებს ანტიბიოტიკების გამოყენების აუცილებლობას.

ცნობილია, რომ D ვიტამინი ორგანიზმში მზის ზემოქმედებით გამომუშავდება, რისთვისაც დღეში 10–15 წუთით მზეზე ყოფნაა საჭირო.

ირლანდიელი მეცნიერები მოსახლეობას ურჩევენ D ვიტამინის მარაგის შევსებას, რომელიც შესაძლოა არასაკმარისი იყოს ცივი კლიმატური პირობების გამო, ამ ვიტამინით მდიდარი საკვებისა და დანამატების ადეკვატური რაოდენობის მიღებით.  

COVID-19-სგან თავდასაცავად: ექიმებმა ხელმისაწვდომი პროდუქტი დაასახელეს>>

ვიტამინი D შედის ისეთ პროდუტებში, როგორებიცაა კვერცხი, ღვიძლი და ცხიმიანი თევზი, მაგალითად, ორაგული და სკუმბრია, ასევე მარცვლოვნებსა და რძის პროდუქტებში.

მანამდე მეცნიერებმა არაერთხელ ურჩიეს მოსახლეობას, კორონავირუსით ინფიცირების რისკების შესამცირებლად კვების რაციონში შეეტანათ ისეთი პროდუქტები, რომლებიც იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0