14:27 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1799)
2128302

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, მდინარის ნაპირზე სათამაშოდ გასულმა ბავშვებმა წყალში ჩავარდნილი მეგობრის გადარჩენა სცადეს, რა დროსაც თავადაც დაიღუპნენ.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. შვიდი ბავშვი, რომლებიც წყალში ჩავარდნილი მეგობრის გადარჩენას ცდილობდნენ, მდინარე ფუცზიანში თავადაც დაიხრჩო, იუწყება გაზეთი China Daily.

გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას აცნობეს, რომ დაბა მისინში მდინარეში ვიღაც ჩავარდა, სამძებრო–სამაშველო ოპერაცია დაიწყო. უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადებული რვა ბავშვის ძებნაში 200 მაშველი და პოლიციელი მონაწილეობდა.

სამწუხაროდ, ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა. მაშველებმა წყლიდან რვა დაღუპული ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს.

ზუგდიდში 12 წლის ბიჭი დაიხრჩო>>

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ყველა მათგანი ადგილობრივი დაწყებითი სკოლის მოსწავლე იყო და ისინი მდინარის მახლობლად ცხოვრობდნენ.

ირკვევა, რომ ბავშვები სათამაშოდ გავიდნენ მდინარის ნაპირზე, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი ჯებირიდან წყალში ჩავარდა. დანარჩენებმა მეგობრის გადარჩენა სცადეს, მაგრამ ისინიც წყალში ჩაცვივდნენ და იქიდან ამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

თემები:
მსოფლიო დღეს (1799)

მთავარი თემები