ზუგდიდში 12 წლის ბიჭი დაიხრჩო

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების ბრიგადა სამეგრელოში
სასწრაფო დახმარების ბრიგადა სამეგრელოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თბილისი, 15 ივნისი - Sputnik. ზუგდიდში 12 წლის ბიჭი დაიხრჩო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა ე.წ. ვექტორის დასახლებასთან ახლოს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი, თანატოლებთან ერთად, თხრილში დაგუბებულ წყალში ბანაობდა, შემდეგ კი გაუჩინარდა. ძებნის შედეგად მისი ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0