Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თუ საფრანგეთში წასვლას აპირებთ – რა უნდა იცოდნენ საქართველოს მოქალაქეებმა

© photo: Sputnik / Dominic Buten / გადასვლა მედიაბანკშიპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთმა, სხვა სახელმწიფოების მსგავსად, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ვიზიტორების მიღების ახალი წესები დაადგინა, რაც ამ ქვეყანაში თითოეულმა წამსვლელმა უნდა იცოდეს.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. საფრანგეთის საელჩო საქართველოში მოქალაქეებს ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, თუ რა წესები უნდა დაიცვან საფრანგეთში გამგზავრებისას.

რას ნიშნავს COVID–პასპორტი და როგორი იქნება მისი გაცემის წესი>>

საფრანგეთში შესვლა ნებადართულია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელთაც აქვთ საფრანგეთში ბინადრობის მოქმედი ბარათი, მათ შორის ბინადრობის ბარათის იდენტური გრძელვადიანი ვიზა.

საელჩოში აღნიშნავენ, რომ უცხოელებისთვის საფრანგეთში ცხოვრების ნებართვის დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა 16 მარტიდან 15 მაისამდე პერიოდში ამოიწურა, ექვსი თვით გაგრძელდა.

ტაუერის ხიდი - Sputnik საქართველო
დიდ ბრიტანეთში გამგზავრების ახალი წესები ამოქმედდა - საელჩო წამსვლელებს აფრთხილებს

საფრანგეთში შეუფერხებლად შეძლებენ შესვლას ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება სხვა ქვეყნებიდან აქამდე ვერ შეძლეს.

საფრანგეთში წასასვლელად ყველა მსურველმა უნდა შეავსოს ორი დოკუმენტი და გამგზავრებისას ისინი თან უნდა ჰქონდეს. პირველია ცნობა საერთაშორისო გადაადგილების შესახებ საფრანგეთის კონტინენტურ ტერიტორიაზე შესვლისთვის. მისი გადმოწერა შესაძლებელია საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდიდან ფრანგულ ან ინგლისურ ენებზე. ეს ცნობა უნდა წარედგინოს სატრანსპორტო კომპანიებს სატრანსპორტო ბილეთების გამოყენების წინ, ასევე საჰაერო, სახმელეთო, სასაზღვრო, სარკინიგზო გადაადგილებისთვის. რაც შეეხება მეორე დოკუმენტს, ის უნდა ადასტურებდეს, რომ მოქალაქეს არა აქვს კორონავირუსის სიმპტომები.

საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში შესვლა უცხოელებისთვის 18 მარტიდან არის აკრძალული. საქართველოში ჩასვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ ამ ქვეყანაში, ან აქ ოჯახის წევრი ჰყავთ.

საფრანგეთის საელჩო თავის მოქალაქეებს ურჩევს, ჯერჯერობით გადადონ ნებისმიერი მოგზაურობა საქართვეელოში.

ყველა ახალი ამბავი
0