მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გერმანიამ ევროპას რუსული გაზის გამო უღალატა: ბრიტანელი პოლიტიკოსი ბრალს სდებს

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიმუშაობა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ გაყვანაზე
მუშაობა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ გაყვანაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანელი პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ გერმანია, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ ქსელზე მიბმას აპირებს, უფრო მეტად მოექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. გერმანიამ პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ში რუსეთთან თანამშრომლობით ევროპას უღალატა, განაცხადა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა დენილე კავჩინსკიმ Daily Express-სთვის მიცემულ ინტერვიუში. 

მილსადენი „ჩრდილოეთის ნაკადის“ მშენებლობა - Sputnik საქართველო
გერმანულმა მარეგულირებელმა „ჩრდილოეთის ნაკადი“ გაზის დირექტივისგან გაათავისუფლა

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სენატში შევიდა კანონპროექტი, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, სანქციები უნდა დაუწესდეთ იმ სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც გაზსადენის გაყვანაზე მომუშავე ხომალდებს აზღვევენ.

კავჩინსკის მიაჩნია, რომ ევროპა „ვალდებულია მხარი დაუჭიროს ამერიკულ სასანქციო რეჟიმს და მიაღწიოს იმას, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არასდროს დასრულდეს“. პოლიტიკოსის თქმით, „ამაზეა დამოკიდებული ბევრი ქვეყნის ბედი“.

„ძნელია იმ ღალატის მასშტაბის გადაჭარბებულად შეფასება, რომელსაც ეს გაზსადენი წარმოადგენს. გერმანია ნატოს წევრია, რომელიც ქაღალდზე ერთგულად უჭერს მხარს კონტინენტის დაცვას რუსეთის შესაძლო ჩარევისა და გავლენისგან“, — აცხადებს კავჩინსკი.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი გერმანია სულ უფრო მეტად ექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ რუსეთის ენერგეტიკულ ქსელზე საკუთარი სამრეწველო სიმძლავრის მიბმით.  

სანქციები გაზსადენის წინააღმდეგ: გერმანიაში აშშ-ის სენატის მცდელობით შეშფოთებულები არიან>>

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე — ბალტიის ზღვის გავლით. გაზსადენი გადის ტერიტორიულ წყლებზე და რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, დანიისა და გერმანიის ეკონომიკურ ზონებზე.

მისი მშენებლობის დასრულება 2019 წლის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისა და „თურქული ნაკადის“ წინააღმდეგ. შედეგად – შვეიცარიულმა კომპანია Allseas-მა, რომელსაც გაზსადენი გაჰყავდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტა მუშაობა და სპეციალური ხომალდები გაიწვია.

 

ყველა ახალი ამბავი
0